ინტერიერის დიზაინი - როცა შენი სახლი გიყვარს!

ინტერიერის დიზაინის სწორი შერჩევა - ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეროგატივაა, რაშიც ორმაგად დავრწმუნდი, როცა ჩემი ახლად აშენებული სახლის ფაქტობრივად ყველა კედელი - ჩემი გემოვნებით ამოვიყვანე, რომ აღარაფერი ვთქვა დიზაინზე.

ხშირად უკითხავთ:

  • აი ის კედელი, რომელიც სასტუმრო ოთახში გაქვს - რომელმა დიზაინერმა აგიწყო?
  • მისაღების ხის ტიხარი ვინ გაგიკეთა, ან რა პრინციპით? ძალიან ლამაზია
  • როგორი მყუდროა სახლი, ალბათ დიზაინერმა იმუშავა?
  • ა.შ.

მინდა გითხრათ, რომ ყველაფრის შემოქმედი თავად გახლავართ, ხოლო გამოცდილება, რომელიც მივიღე - წინა სახლის რემონტისას დაშვებული შეცდომები აღმოჩნდა, კერძოდ:

  1. ის ლამაზი შპალერი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა გაშლილი - ჩემი კედლების დიზაინს საერთოდ არ მოუხდა
  2. ლამინატი, რომელიც ასევე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ცალკე აღებულ ასევე ლამაზ კედლებთან და ფარდებთან ვერ მოვიდა სინქრონში
  3. მაგიდა, სადაც წარმოვიდგინე, სახლში მოტანისას საერთოდ აღარ მომეწონა
  4. ბევრი რამ ვიყიდე ახლიდან, ბევრი განვაახლე, გავიწეწე, გავიყიდე, მაგრამ ეს თანხა ნამდვილად ღირდა ჩემი „ჭკუის სწავლად“

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უკვე თავს იმდენად გამოცდილად ვთვლი, რომ რჩევების გაცემასაც გავბედავ:

  • დაათვალიერეთ კატალოგები, ინსპირაცია მაგარი რამეა, ნუ იყიდით, უბრალოდ ხედვა გახსენით და მერე მუზებს მოუხმეთ
  • დაგუგლეთ, ბევრი, სანამ უამრავ ალტერნატივას არ მიაკვლევთ
  • რემონტის ჯგუფში შეიხედეთ, ასეთი სასარგებლო ჯგუფი გვაქვს ფეისბუქზე, სადაც ვინ როგორ გააკეთა ნახავთ და გამოგადგებათ
  • დავუშვათ, აარჩიეთ რამე ვიზუალი - აღწერეთ სიტყვებით და ჩაწერეთ გუგლში, ნახავთ როგორია სხვადასხვა ტიპის ოთახში, კედელთან, ა.შ. და ამით უფრო კარგად მიხვდებით, რამდენად სწორ არჩევანს აკეთებთ
  • შეირბინეთ მაღაზიებში, სადაც ნახავთ ლუქებს, მოდელებს და კატალოგებს, ნუ დაიზარებთ, მხოლოდ იატაკზე გაშლილ ლამინატს, ან კედელზე ჩამოკიდებული შპალერის სილამაზეს ნუღარ ენდობით, ნურც იქვე ჩამოკიდებული ჭაღის შარმს...
  • ცოტა ბინების გაქირავება-გაყიდვის საიტებზეც შეიხედეთ და ყველაზე ძვირიანები ჩამოშალეთ, კრეატიული დიზაინები ბევრია, თქვენც დაბეჭდავთ ფოტოს, დაუდებთ ხელოსანს და მომთხოვნი ტონით, აღტაცებაშეპარული ხმით წამოიძახებთ: ასეთი მინდა!

თუ ეს რჩევები არ გიშველით, მაშინ გამოყავით დამატებითი თანხები და დაიქირავეთ ინტერიერის დიზაინერი, გარწმუნებთ, ეს ის ამბავი არაა, სადაც დაზოგვა სწორი გადაწყვეტილებაა.

აბა გადათვალეთ, რამდენი წელი აპირებთ ამ კედლებში ცხოვრებას, იმაზეც დაფიქრდით, რამდენად დიდი ბედნიერებაა, როცა ნახელავს გიწონებენ და თქვენც ამაყად იფერებთ...

ჰოდა, ეგრე! დღესვე დაიწყეთ :)

2018-10-22
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?