გავრცელებული დაავადებები და მათგან თავის დაზღვევის გზები

დადგა ზამთარი და მოგვედო ვირუსები, რომლებიც გვიფერხებენ სამუშაო პროცესს, გვირევენ გეგმებს და თავგზას და ზოგადად, არაფერში გვჭირდება და უფრო მეტიც, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ მათგან თავს დავიცავთ, რამე ფორმით.

დაავადებების ხსენებისთანავე - ექიმი, მედიკამენტები და გამოკვლევები გვახსენდება, ამ ყველაფრის შემდეგ ფული, რომელიც აი ასე უაზროდ უნდა დავხარჯოთ (უაზროდ რა, ანუ ავად თუ არ გავხდებოდით, არც გვექნებოდა ხარჯი)...

ხარჯვაზე დაზოგვა გვახსენდება, რაც ნაკლებს დავხარჯავთ უკეთესი ანუ და ბოლოს ისევ დაზღვევამდე მივდივართ.

ამასწინათ, ვიღაც წერდა ფეისბუქზე, რომ აცრა გაიკეთა გრიპზე და მთელი წელია ბედნიერი და მხნედ არის :) მე ერთი თვის წინ ამაყად განვაცხადე, რომ ავად როდის გავხდი აღარ მახსოვდა და ერთ კვირაში ისე გავცვივდი, ცხვირით სუნთქვა რას ნიშნავს ლამის გადამავიწყდა.

ჰოდა, როგორც მამა და თან ახალბედა მამა, ბავშვებში გავრცელებულ დაავადებებს შევეხები, მაგალითად ქუნთრუშას და რამდენიმე საინტერესო დეტალს გიამბობთ:

  • ქუნთრუშა გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ მისი გადადებით „აკიდება“ საკმაოდ მარტივია, ხალხმრავალ ადგილებში
  • იწვევს მაღალ სიცხეს, ხანდახან ისეთს, რომ ბავშვს შეიძლება ბოდვა დაეწყოს და ჩემი მსგავსი პანიკიორი მშობელი - ასმაგად ჩავარდეს შოკში
  • ვიზუალურადაც ჩანს, წითელი გამონაყარის სახით და ექიმის მხრიდან მარტივად იდენტიფიცირებადია
  • შესაძლებელია მისი არასწორი ან არასათანადო მოვლის პირობებში გართულებაც და ჩირქოვან-ანთებითი პროცესებით
  • ძალიან მნიშვნელოვანია მისი მკურნალობის დროული დაწყება, მაგრამ ბუნებრივია ამას წინ დიაგნოსტირება უნდა უსწრებდეს
  • ქუნთრუშა ცვლის ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ანუ მარტივ დაავადებათა რიცხვში ვერ შევიყვანთ
  • იწვევს ყელის, თავის ტკივილს, ღებინებას და სხვა ჩვენებებს
  • ის სამ ფორმად იყოფა: მსუბუქი ფორმა, საშუალო სირთულის და ბოლოს მძიმე ფორმა...

ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, პირველივე, რასაც ვაკეთებთ - ბავშვის სასწრაფოდ ექიმისთვის ჩვენებაა.

შემდეგი ეტაპია მედიკამენტები და მკურნალობის სწორი კურსის ჩატარება

ანალიზებიც საჭიროების შემთხვევაში, რაც დამატებით სახსრებთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავი ამბავია ისიც, რომ დაავადებას ვერ ექნება მოლოდინი და აქედან გამომდინარე - წინასწარ გადადებული თანხა, რაკი არავინ იცის ავად ვინ როდის გავხდებით.

მეორე მხრივ, თუნდაც გვქონდეს დანაზოგი - დაზღვევის ფარგლებში გაცილებით ვამცირებთ ხარჯებს და არ ვდგებით იმ რისკის წინაშე, რომ ბიუჯეტის განუსაზღვრელობის გამო ბავშვს შეიძლება რამე დავაკლოთ და დაავადება გაურთულდეს.

დღეისთვის ამით შემოვიფარგლოთ, შემდეგში კი - სხვა, რომელიმე ასევე გავრცელებული და არც ისე მარტივად გადაგორებადი დაავადების შესახებ ვისაუბროთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ზამთარს!

 

2018-10-22
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?