ფოლიუმის მჟავა და ორსულები

ფოლიუმის მჟავა საკმაოდ ხშირად მხვდებოდა ყურში და მისი ყიდვაც არაერთხელ მომიწია, როცა ბავშვს ველოდებოდი, შესაბამისად, ის დადებით და სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება.

ამ სტატიის ფარგლებში, ვეცდებით უფრო კარგად გაგაცნოთ მისი მნიშვნელობა, გამოყენების სპეციფიკა და ხშირად დასმულ კითხვებსაც შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ.

  1. რა არის ფოლიუმის მჟავა?

ფოლიუმის მჟავა არის არის B ვიტამინის ერთ-ერთი, არაბუნებრივად შექმნილი ფორმა, რომელსაც სხვანირად ფოლატს ეძახიან. ფოლატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ასევე, ორსულობის დროს გამოიყენება ძალიან აქტიურად და ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში აღნიშნული მჟავა საკმაოდ მარტივადაა ხელმისაწვდომი და იაფიც ღირს.

  1. ფოლიუმის მჟავა და ორსულობა:

ფოლიუმის მჟავა ორსულებში რეკომენდირებულია მესამე-მეოთხე კვირიდან, როცა თავის და ზურგის ტვინის ჩამოყალიბება იწყება და ფოლიუმის მჟავის საჭიროება ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება.

სხეულში ამ ელემენტის არასაკმარისი რაოდენობის არსებობისას, ნაყოფის ნერვული არხი (სტრუქტურა, რომლიდანაც საბოლოოდ ყალიბდება თავის და ზურგის ტვინი)  შეიძლება დაიხუროს არასწორად და შესაძლოა მას განუვითარდეს ნერვული არხის დეფექტები, რომელიც საკმაოდ დიდ პრობლემებთან არის დაკავშრებული

  1. მედიკამენტის მიღების გარეშე, შეიცავენ თუ არა პროდუქტები ფოლიუმის მჟავას?

ფოლის მჟავა ბუნებრივად, საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილია ფოლატების სახით. მათ დიდი რაოდენობით  შეიცავს: მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი), თევზი, ხიზილალა, პომიდორი. 

 

  1. ფოლიუმის მჟავა თმისთვის

აუცილებელია თმის ბოჭკოების ახალი სტრუქტურული ერთეულების ფორმირებისთვის. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას და უნარჩუნებს მას პიგმენტაციას.

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)-ს დეფიციტის შემთხვევაში, თმები სწრაფად ჭაღარავდება, ნელა იზრდება და მალე ცვივა.

  1. ფოლიუმის მჟავა ასუქებს?

 

ხშირად გასჩენიათ კითხვა ორსულებს, რამდენად მოქმედებს ფოლიუმის მჟავა წონაში მომატებაზე და როგორ დაიზღვიონ თავი ამ ფაქტისგან? ექიმები გვარწმუნებენ, რომ აღნიშნული მჟავა გასუქებას არ იწვევს.

 

დეტალური ინსტრუქციისთვის, ანოტაცია ალბათ საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ექიმის რეკომენდაციები - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი..,

 

 

 

2019-01-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?