ენტერო ვირუსი - ზაფხულის დღეების შავი ლაქა და არც ისე „უმნიშვნელო“ დაავადება!

ბავშვობიდან, როგორც იტყვიან „ხარივით ჯანმრთელი ვარ“, ანუ ავად იმდენად იშვიათად ვხდებოდი, რომ ამ დროს მეგონა ვკვდებოდი...

ჰოდა, წამლების გემოც არ ვიცი ნორმალურად.

არ ვიცი, რა იყო მიზეზი:

  • მუდმივი ვარჯიში
  • წყლის დოზები, დღეში ორ ლიტრამდე
  • უმაიონეზობა, უგაზიანტკბილობა, უცომეულობა, ა.შ.
  • ვიტამინების და საკვები პროდუქტების სწორი თანმიმდევრობით მირთმევა
  • ან ყველაფერი ერთად

თუმცა, ამ პერიოდში ყოველთვის არსებობდა ჩემი აქილევსის ქუსლი - ენტერო ვირუსი!

გთავაზობთ, მოკლე მიმოხილვას აღნიშნული ვირუსის ძირითადი სიმპტომების, ბრძოლის გზების, პრევენციის და სხვა საკითხების შესახებ...

ძირითადად, ზაფხულის პერიოდს ახასიათებს და ამ ლამაზი და ცხელი დღეების ჩაშხამების საუკეთესო საშუალებაა.

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ეს მარტივი ვირუსია, რომელიც უბრალოდ სამი დღით უნდა აიტანო და თავისით წავა, ანუ იყო დრო - ასე ვებრძოდი ამ შემოტევას, თუმცა თურმე ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით, ან გადმოცემით შეიძლება ჩანდეს.

ენტეროვირუსიუყურადღებობის შემთხვევაში საშიშიც ხდება და სერიოზულად აზიანებს ადამიანის ორგანოებს, კუჭ-ნაწლავის სისტემას, გულის კუნთს და ნერვულ სისტემას. ენტეროვირუსით დაინფიცირება ყოველწლიურად ხდება და უფრო ხშირადაც. 

ვირუსს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი და ა.შ... ხანდახან ყველაფერი ჩამოთვლილი ერთად, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა!

დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დაბინძურებული საკვები, წყალი, ასევე დაბინძურებული საგნებით, დასნებოვანებულ ადამიანთან კონტაქტი. 
ენტეროვირუსმა წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ უფრო გახშირებულია ივნისიდან ოქტომბრამდე, ანუ ზაფხულის თბილ პერიოდში...

პირველი პრევენცია - ხელების ხშირი დაბანაა, ასევე - სარისკო ნივთების და სითხეების მორიდება.

გარკვეულწილად ვირუსი - გაციებას წააგავს, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით - მას უფრო სერიოზული მოვლა სჭირდება.

ჰოდა, გისურვებთ ბედნიერ და ენტერო ვირუსებისგან თავისუფალ პერიოდს, ზაფხულსა თუ სხვა სეზონზე!

2018-12-21
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?