ექიმთან ონლაინ ჩაწერა

21-ე საუკუნეში, პროცესების გამარტივება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ხდება.

  • ინტერნეტ ბანკის დახმარებით, ბოლოს როდის ვიყავი ბანკში აღარ მახსოვს
  • ონლაინ ჩექინის მეშვეობით, დიდი ხანია ფრენის წინ ბილეთების რიგში აღარ ვდგავარ
  • ნებისმიერ გადასახადს, ინტერნეტის მეშვეობით ვიხდი
  • კერძებს ონლაინ ვუკვეთავ
  • ტაქსი თუ დამჭირდება, იმას ვირჩევ, სადაც აპლიკაციით შემიძლია გამოძახება და ქუჩაში ხელის ქნევა, ან ტელეფონზე ჩამოკიდება აღარ მომიწევს
  • ონლაინ ტრენინგ კურსებიც ძალიან აქტუალური გახდა...

ადამიანებისთვის დრო ძვირფასია, გამოთავისუფლებული წუთებით თუ საათებით კი - ბევრ, გაცილებით მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეებს აკეთებენ.

დაზღვევის ევოლუცია გამახსენდა...

თავიდან იყო, რომ ნებისმიერ ზარალზე გარბოდი კომპანიაში, აგროვებდი უამრავ დოკუმენტს, შემდეგ დაგიფინანსებოდა თუ არა არავინ იცოდა.

  • ცალკე ამბავი იყო, ექიმთან ჩაწერა, ხან არ გპასუხობდნენ, ხან იმ დროებში, რომელსაც გთავაზობდნენ შენ არ გეცალა.
  • უთიშავდი, რომ გაგერკვია
  • რეკავდი, სხვასთან ხვდებოდი
  • უპს, ის დრო უკვე დაკავებული იყო
  • ისევ უთიშავდი
  • სხვა დროს ითავისუფლებდი და მოკლედ...!

ახლახანს, ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ გვერდზე აღმოვაჩინე ეს სიამოვნება:

  1. უბრალოდ შედიხარ. უკვე ავტორიზებული ხარ და ავტომატურად ჩანს ვინ ხარ
  2. ირჩევ კლინიკას, ბევრი (შესაბამის) კლინიკას შორის, ანუ თუ რამეა, გვერდით ფანჯარას გახსნი და იქვე გადაამოწმებ კლინიკაზე, რა ინფორმაციაც მოგესურვება
  3. ეძებ და განრიგს ათვალიერებ
  4. შემდეგ უკვე ექიმსაც აარჩევ და ჯავშნი

რამხელა ბიუროკრატიას გვარიდებს თავიდან, ხომ წარმოგიდგენიათ.

თან არჩევანიც დიდია

დროშიც იდეალური

ფოტოსაც გადავუღებ ეგრევე, რომ არ დამავიწყდეს, ან საიტზევე გადავამოწმებ

და მოკლედ, ცხოვრება მშვენიერია.

ცალკე აღსანიშნავი ამბავია - აპლიკაცია, რომელიც ახლახანს განახლდა და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა ამის მობილური აპლიკაციით გაკეთება!

და რაც მთავარია, დრო - რომლის მიმართაც მე ძალიან სენსიტიური ვარ და არც სხვებს მოვუწოდებ მისი ფლანგვისკენ.

ჰოდა, მგონი ძალიან კარგი რჩევა მოგეცით, შეგერგოთ!

2019-03-28
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?