5 რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის დაზღვევისას

5 რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის დაზღვევისას

 

ყველა მშობლისთვის ბავშვის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. პირველივე დღიდან ჩნდება უამრავი კითხვა, იწყება ისტერიული ზარები და სტუმრობები პედიატრებთან, რაც განსაკუთრებულად მწვავედ ვლინდება ახალბედა დედების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შვილისთვის ყველა მშობელს საუკეთესო უნდა, თუმცა ჩვენს რეალობაში, ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არც თუ ისე იაფია.

ხარჯების შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო გზა დაზღვევა რომ არის ეს უკვე ვიცით, მაგრამ სანამ რომელიმე კომპანიის სადაზღვევო პოლისს შეიძენთ, ყურადღება დეტალებზეა გასამახვილებელი.

გთავაზობთ 5 მთავარ საკითხს რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება ბავშვის დაზღვევისას:

  1. გთავაზობთ თუ არა სადაზღვევო კოპანია 24 საათიან სასწრაფო პედიატრიას?

თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დღე-ღამის ნებისმიერ დროს პედიატრი თქვენს განკარგულებაში იქნება და საჭიროების შემთხვევაში სახლში გამოიძახებთ.

  1. პროვაიდერი კლინიკები - კარგად შეამოწმეთ სადაზღვევო კომპანია რომელ პროვაიდერ კლინიკაში გთავაზობთ პედიატრის მომსახურებას. შესაძლებელია თუ არა ამ კლინიკებში ონლაინ სერვისებით სარგებლობა - ექიმთან ჩაწერა, დისტანციური მიმართვები და ა.შ. რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ძვირფას დროსა და ენერგიას.
  2. თუ უკვე გყავთ პირადი პედიატრი არაპროვაიდერ კლინიკაში და არ გსურთ მისი შეცვლა, შეძლებთ თუ არა კონკრეტული პოლისით თქვენი პედიატრის მომსახურების მიღებას და ხარჯების ანაზღაურებას.

მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა პაკეტი არსებობს და შესაბამისად, ყველა მათგანს განსხვავებული  პირობები აქვს. არსებობს პაკეტები, რომლებიც არაპროვაიდერ კლინიკაში მიღებული პედიატრის მომსახურების ხარჯს არ ფარავს. ამიტომ თუ თქვენ იმ კლინიკაში გყავთ უკვე პირადი პედიატრი, რომელიც კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი არ არის და არ გსურთ ექიმის შეცვლა, აუცილებლად მოსთხოვეთ კომპანიას ისეთი პაკეტი, რომელიც ამ მომსახურების შესაძლებლობას მოგცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან შემოთავაზებულ ვარიანტს უნდა დასჯერდეთ ან  სხვა კომპანიას მიმართოთ.

  1. მედიკამენტები - რამდენი პროცენტით იფარება მედიკამენტის ხარჯი და რამდენ ლარიანი ლიმიტი აქვს კონკრეტულ პოლისს?
  2. პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკები - მნიშვნელოვანია პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების საკითხიც, რადგან თქვენი შვილების დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში სტომატოლოგიური პროცედურების მიმართ, გადამწყვეტ როლს მისი პირველი სტომატოლოგი ასრულებს, არაკვალიფიციური ექიმის მუშაობამ კი შეიძლება ბავშვში შიში გამოიწვიოს. ამიტომ სადაზღვევო კომპანიის  მიერ შემოთავაზებული სტომატოლოგიური კლინიკებიდან თქვენთვის სანდო მოძებნეთ. ხოლო თუ ასეთ ვერ მიაგენით და არაპროვაიდერი კლინიკის მომსახურება გირჩევნიათ, მაშინ უნდა დარწმუნდეთ რომ თქვენი პოლისი მოგცემთ ამის შესაძლებლობას და გაწეულ ხარჯს აგინაზღაურებთ. ასე, რომ სანამ თქვენი შვილების ჯანმრთელობას სადაზღვევო კომპანიას ანდობთ, გაამახვილეთ ყურადღება ამ რეკომენდაციებზე და თავიდან აირიდეთ გაუგებრობები. 

 

 

2018-08-21
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?