მართალია ავარიული სიტუაცია ან ავტომობილის დაზიანება საუკეთესო მოგონებებს არ აღგვიძრავს, მაგრამ სასაცილო ისტორიები იწყება იქ, როცა ავტოდაზღვევის მომხმარებელი სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობს და დაუჯერებელ გასამართლებელ მიზეზს იგონებს ხარჯის ასანაზღაურებლად. უმეტესად ავტომობილის დაზღვევის განაცხადი ისეთ ‘’მოსაწყენ’’ ახსნას მოიცავს, როგორიცაა: ბუნებრივი სტიქია ან მსუბუქი შეჯახება, რის შედეგადაც მფლობელი შეუფერხებლად იღებს ანაზღაურებას, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც დაზიანება შენი ბრალია, მაგრამ შემოქმედებითად უდგები საქმეს და გადაწყვეტ მაინც სცადო ბედი? ქვევით იხილავთ ნაწყვეტებს ყველაზე სასაცილო გასამართლებელი საბუთებიდან:
‘’ჩემს ავტომობილს სახლი დაეჯახა.’’- რა თქმა უნდა ამ განაცხადის ავტორს სერიოზულად არავინ შეხედავდა, მაგრამ გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ მან მოახერხა და სრული ანაზღაურება მიიღო. ისტორია ასეთია: მძღოლს ქუჩის სწორ მხარეს ჰყავდა ავტომობილი გაჩერებული, ყველანაირი წესის დაცვით. ამ დროს სატვირთოს სახლის კონსტრუქცია გადაჰქონდა, როცა მან დაშლა დაიწყო და მისი დიდი ნაწილი მაქანას დაეცა, რამაც მისი განადგურება გამოიწვია. ახსნა-განმარტებას საკმაო დრო დასჭირდა, მისი აბსურდული წინადადებიდან გამომდინარე, თუმსა საბოლოოდ გადამზიდმა კომპანიამაც დაადასტურა და კლიენტიც დღემდე უფრთხილდება სახლებს.
‘’მე რა საკვირველია ნელი სვლით გავაგრძელე სიარული, მაგრამ ჩემთან ერთად სხვა მანქანებმა არ დაიწყეს გადაადგილება და უმოძროად იდგნენ,’’- ჩივის საცობში მდგომი ადამიანი, რომელიც მსუბუქად შეეჯახა მიმავალ ავტომობილს.
‘’საქარე მინა თავისით გაიბზარა. არ ვიცი რატომ… ალბათ ჯადო გამიკეთეს,’’- მაგია, სწორედ ის არის, რისიც სადაზღვევო აგენტებს ღრმად სწამთ.
‘’წყალქვეშა ნავი დამეჯახა,’’- წერს ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში, სადაც ზღვაც კი არ არის.
‘’მართალია ადგილზე მოსულ პოლიციელს ვუთხარი, რომ დაშავებული არ ვიყავი და ნაკაწრიც არ მქონდა, მაგრამ სახლში რომ მივედი, ქუდი მოვიხადე და აღმოვაჩინე, რომ თავის ქალა გატეხილი მქონდა, ახლა ფიზიკურად აღარ მეტყობა,’’- დამაჯერებელია, თავის ქალა თურმე ყველაზე სწრაფად და უკვალოდ ხორცდება.
‘’როდესაც შუქნიშანთან მშვიდად და აუჩქარებლად შევჩერდი, ჩემს წინ საოცრება მოხდა, მანქანა მოულოდნელად გაიბზარა და ჩემსკენ დაიძრა,’’- საკმაოდ დიდია თვითმკვლელი ავტომობილების რიცხვი.
‘’ფუტკარი საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა, თან დავაფიქსირე, როგორ მზაკვრულად გეგმავდა ბორდიულზე მიმავალი ბავშვის დაკბენას, გადავწყვიტე მომეკლა, ის სატელეფონო ჯიხურისკენ გაფრინდა, ამიტომ შევეჯახე მას,’’- ვფიქრობ, ამ წინადადების ავტორს ან ანიმაციური ფილმის სცენარისტად დანიშნავენ, ან სხვადასხვა გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
‘’მე მხოლოდ 70/80 კმ/სთ-ში ვმართავდი მანქანას, სწორედ ისე, როგორც საგზაო ნიშანი მიუთითებდა. ჩემს გვერდზე მჯდომი მეუღლე გაუთავლებლად ლაპარაკობდა, როცა ჩემთვის გამაღიზიანებელ თემაზე გადავიდა გაქცევა ვცადე.’’-ვერ გაამტყუნებ.
‘’არ მეგონა სიჩქარის შემზღუდავი ნიშანი თუ შუაღამესაც ძალაში იქნებოდა.’’- ჯობს ამ ადამიანმა მართვის მოწმობა კარგად გადამალოს.
‘’ვთვლი, რომ არც ერთი ჩვენგანი დამნაშავე არ არის. თუ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ დამნაშავე, მაშინ მეორე ავტომობილის პატრონია.’’-კეთილმა ადამიანმა თავის მხრიდან მაინც სცადა.
‘’უცებ მანქანა არსაიდან გამოვარდა, დამეჯახა, კარი ჩამომიღო და ისევ გაუჩინარდა. ვიდეოზე არ ჩანს, რადგან საკმაოდ პატარა ავტომობილი იყო.’’- მომავალი აქ არის, უჩინარი ავტომობილები უკვე ქუჩებშიც გამოჩნდნენ.
‘’რა თქმა უნდა მომხდარამდე სიგნალი არაერთხელ მივეცი, მაგრამ მან ვერ გაიგო, რადგან სიგნალი მომპარეს.’’- და საერთოდაც, არც მუხრუჭი მიმუშავებს.
‘’ჩემს წინ ავტომობილს მსუბუქად მივარტყი, რადგან გზაზე კაცს ხელი დავუქნიე, რომელსაც წინა კვირას მსუბუქად დავეჯახე და უკულტურობა იქნებოდა არ მივსალმებოდი.’’- მომავალ კვირას წინ მიმავალ მძღოლს მიესალმება.
როგორც ჩანს, მსუბუქი დაზიანება ყოველთვის შეგვიძლია დავაბრალოთ მწერს, სახლს თუ მაგიურ ძალებს, ყველაფერს საუკუთარი თავის გარდა.