აგარაკის სტიქიისგან დაზღვევა

სტიქიისგან დაზღვევა, მეტად სასარგებლო პროდუქტია...

ყოველთვის, როცა საზღვარგარეთ ვარ, მანქანას ტრადიციულად ქუჩაში ვტოვებ, პარკინგზე.

ამასწინათ, არაერთხელ გავიგე, რომ თბილისში ძალზედ ძლიერი სეტყვა ყოფილა და ლამის ჩამშხამდა დასვენება, როცა ჩემი გასაყიდი ავტომანქანა, დასეტყვილ-დასახიჩრებული წარმოვიდგინე.

მანქანას კიდევ ეშველება, მაგრამ კიდევ უფრო სტრესულია, როცა სტიქია შენს აგარაკს აზიანებს.

ახლა ვაპირებ სწორედ ყიდვას, სადმე თბილისთან ახლოს, მდინარის პირას, შემაღლებულზე, რომ ხედი მქონდეს...

მთელი კვირა ვიქნები თბილისში, შაბათ-კვირას ავირბენ ხოლმე და წარმოიდგინეთ:

  • უცებ ჩემი აგარაკი სტიქიისგან შელახული რომ დამხვდეს
  • ან დასეტყვილი, ან დატბორილი
  • აქ პრევენციაც რთულია, მანქანას კიდევ ფარეხში დააყენებ, აგარაკს ასე მარტივად ვერაფრით დაიცავ

ასე და ამგვარად, გადავწყვიტე - აგარაკის სტიქიისგან დაზღვევის შესახებ გესაუბროთ ამ ბლოგში.

ტრადიციულად, მარტივად გასაგები რომ იყოს, რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბოთ, აღნიშნული დაზღვევის მნიშვნელოვნება:

  1. აღნიშნული დაზღვევა, შემდეგი, ნაკლებად პროგნოზირებადი სტიქიური უბედურებებისგან გვაზღვევს:

 

  • წყალდიდობა
  • მეწყერი
  • ღვარცოფი
  • მიწისძვრა
  • ქარიშხალი
  • დიდთოვლობა

 

  1. აგარაკი ეს ის ადგილია, რომელსაც მანქანის, ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, იმდენად დიდ ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ, შესაბამისად, ამ დროს დაზღვევა ყველაზე საიმედო მეგობრად გვევლინება.

ჩვენც, ხშირად მოშორებით ვართ, მაგრამ მშვიდად.

  1. აგარაკი, ძირითადად მთებში, მდინარეებთან და ა.შ. ადგილებშია განთავსებული. აღნიშნულ ადგილებში, სტიქიური უბედურებების რისკი შედარებით მაღალია, შესაბამისად, დაზღვევის მნიშვნელოვნებაც იზრდება.
  2. აღნიშნული დაზღვევა საკმაოდ იაფია - რეალურად კი, მართალია რისკი შეიძლება ძალიან მაღალიც არ იყოს, მაგრამ ამ მიზერულ თანხად, ნამდვილად ღირს ჩვენი სიმშვიდე.

ზუსტ პროცენტულობას ვერ გეტყვით, რაკი სადაზღვევო კომპანიების მიხედვით, შესაძლოა განსხვავებული იყოს, მე ძირითადად ჯიპიაიში ვამოწმებ ხოლმე.

ბევრს ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე, თუმცა ფაქტი, რომ ესეც უნდა დადგეს დღის წესრიგში - ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ამიტომ, დაე დაზღვეულად გვეცხოვროს, ყველა რისკისგან, ყველა მიმართულებით.

2019-07-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?