მე 7 წლის მძღოლი ვარ, თითქმის არ მქონია შემთხვევა, რამე პრობლემა შემქმნოდა და ლოგიკურად, თქვენი აზრით, ალბათ არც მჭირდება დაზღევა და ეს წყალში გადაყრილი ფულია.
თქვენ ცდებით.
თან ძალიან...
პუნქტებად რომ ჩამოვწეროთ, მიზეზები, რა საჭიროა დაზღვევა - მგონი სასარგებლო იქნება... თითსაც გავაყოლებთ და გადაწყვეტილებასაც შედარებით ოპტიმალურს მივიღებთ. მაშ ასე:
1. შეიძლება შენ კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ შენზე უკეთესებსაც შეიძლება დაემართოს რაღაც ისეთი... თავადაც რომ დაზიანდეს, სხვაც რომ დააზიანოს, ა.შ. დაზღვევისაც უფრო მშვიდია ცხოვრება
2. შეიძლება შენ კარგი მძღოლი ხარ, გავმეორდეთ, მაგრამ ქალაქში ძალიან ბევრი ცუდი მძღოლიც დადის, რომლებმაც მოულოდნელად შეიძლება რამე დაგვმართონ
3. როცა ვინმე დაგარტყამს და უნდა გააკეთებინო, თავიდან ბოლომდე მის სინდის-ნამუსზე ხარ დამოკიდებული, ან უნდა „ეკაჩაო“, ან ატეხო ამბები... ამ შემთხვევაში, შენს ნაცვლად სადაზღვევო, ვთქვათ ჯიპიაი „ეკაჩავება“ და შენც მშვიდად ელი თანხას
4. ხანდახან ყველა მძღოლი საყვარელია, მაგრამ დედა ბუნებაა ბოროტი, მაგალითად სეტყვით გვაზიანებს, ან რამე სხვა უბედურებით
5. ვანდალიზმიც ცუდი ამბავია, პარკინგზეც შეიძლება ვინმე გეხახუნოს, მოდი და ეძებე
6. მილიონი სხვა ამბავიც შეიძლება იყოს. ერთხელ, წოდორეთში სარკეები მომეყინა, მეჩქარებოდა და არ დაველოდე გალღობას, ჰოდა ასე აღმოვჩნდი ნახევრად ხევში. ბევრი ვლოცე ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ დაორგანიზებული ევაკუატორი, ბედნიერად რომ წამოიყვანა ჩემი დაჩაგრული და დაზარალებული მანქანა, რომელიც ადამიანივით მიყვარს.
7. მანქანა ძვირი სიამოვნებაა, მისი ელემენტარული დაზიანებაც კი მნიშვნელოვან ხარჯებთან შეიძლება იყოს კავშირში. დაზღვევა გვაზღვევს.
8. არგუმენტის გამყარების მიზნით შეგვიძლია ევროპასთანაც გავავლოთ პარალელი. ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში, დაუზღვეველი მანქანით გადაადგილება საერთოდ აკრძალულია, თქვენი აზრით რატომ? დიახ, იმიტომ.
და ბოლოს, ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ, უფრო ნათლად რომ შეგიქმნათ წარმოდგენა ამ ყველაფერზე...
ორი წელი ვიხდიდი ჩემი ახალი მანქანის დაზღვევის თანხას ჯიპიაიში. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არაფერი მომხდარა, გარდა იმ წოდორეთის ინციდენტისა, ჰოდა ჩავთვალე, რომ მორჩა, გავიზარდე და დაზღვევა არაფერში მჭირდება. შედეგი მარტივი იყო: პოლისის ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ განვაახლე.
დაუზღვევლობიდან ზუსტად ორი კვირის თავზე, მანქანა „ზადნით“ გამომყავდა პარკინგიდან წერეთელზე, როცა საყვარელ ორსულ გოგონას შევაჯექი. კი შემოვირტყი თავში, მაგრამ გვიანი იყო. ორ თვეში, ვაკე-საბურთალოს ე.წ. ახალ გზაზე, მოხუცი კაცი გამეხახუნა და სამახსოვროდ მსუქანი ზოლიც დამიტოვა.
როცა გადმოვუხტი, სამი შვილი მყავს გარდაცვლილი და რა ნამუსით უნდა დარეკო პატრულშიო. იმ მომენტის გადმოსახედიდან ჩემმა - ჰუმანურობამ, ამ გადმოსახედიდან სიბრიყვემ გაიმარჯვა და ეს ხარჯიც მე შემეტენა.
მას შემდეგ, დაზღვეული ვარ, აწ და მარადის.