7 რამ, რაც იაფად მოგზაურობის დაგეგმვისას - არ იცოდით
ამ სტატიაში, ტრადიციულად, გაგიზიარებთ „იცით თუ არა, რომ“ რუბრიკის საინტერესო ფაქტებს...
ზაფხული ახლოვდება, დასვენებების სეზონიც კარს მომდგარა, შესაბამისად, ალბათ ყველას გვინდა დავისვენოთ ხარისხიანად, საინტერესოდ და თან ამაში იმაზე ბევრად მეტი თანხის გადახდა არ მოგვიწიოს - ვიდრე ღირს, ან უბრალოდ დავზოგოთ ხარჯები და სხვა, მნიშვნელოვან საკითხებში გამოვიყენოთ...
მაშ ასე, დავიწყეთ:
- ბილეთების შეძენა ონლაინ - ყველაზე იაფად შეგვიძლია ჩვენივე ხელით, ისევე, როგორც სასტუმრო, თუმცა არსებობს ტურისტული ორგანიზაციები, რომლებსაც ხელშეკრულების გამო - გარკვეული პროდუქტები გაცილებით იაფად აქვთ, ამიტომ, სანამ რამეს გადაწყვეტთ - შეადარეთ
- არსებობს საიტი, სადაც შეგვიძლია იაფად ვიპოვოთ ტრანსპორტი, ევროპის ერთი ქალაქიდან მეორეში გადასაადგილებლად, დაახლოებით ტაქსის სერვისის მსგავსი და თან სტანდარტულზე ბევრად იაფი დაგვიჯდეს...
მას Blablacar ჰქვია და ძალიან სასარგებლოა, პირადი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ
- ყველაზე საინტერესო ადგილები - რუკის მიღმა იმალება. ამიტომ, ნუ დაუჯერებთ ტურისტულ სააგენტოებს, ოფისებს, ინფო ცენტრებს, თუ ინტერნეტს, ა.შ. იპოვეთ ადგილობრივი ადამიანები, რომელთა გემოვნებაც ახლოს იქნება თქვენს გემოვნებასთან და ჰკითხეთ რჩევა - ბევრად მეტ საინტერესო რამეს გაიგებთ - ამ გზის არჩევის შემთხვევაში
- სამოგზაურო დაზღვევა ბევრ ქვეყანაში არ არის აუცილებელი, თუმცა ძალიან სასარგებლო და შესაბამისად, სასურველია. თან უმარტივესიც, მაგალითად ჯიპიაი ჰოლდინგის საიტზე, რამდენიმე წუთში, ონლაინ შეგიძლიათ მისი მიღება!
- არსებობს საიტი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ უფასო მასპინძელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპასა და ამერიკაში ის კიდევ უფრო განვითარებულია და მას couchsurfing.org ეწოდება.
დარეგისტრირდით, გაერკვიეთ და თავად დარწმუნდებით.
- ტელეფონის ნომრები - როუმინგი ალბათ ბოლო და ყველაზე ძვირიანი ვარიანტია, თუმცა ბილაინმა ახალი აქცია დაიწყო, იყიდი როუმინგის ინტერნეტს და 2 კვირიანი დაზღვევა უფასოდ გაგიაქტიურდება, რაც თანხებსა დაგაზოგინებს. ასევე ალტერნატივა ლოკალური ნომრის ყიდვაა, რომლითაც ლოკალურად ისარგებლებთ და გექნებათ ინტერნეტი, ამის გარკვევას იქ ჩასვლამდე გირჩევთ, რაკი ყველგან ასეთი იდეალური პირობა არ გვაქვს...
- Airbnb - შესაძლებლობის შეძენა, ანუ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ არამხოლოდ სახლში დარჩენის უფლება, მარტივად რომ ვთქვათ - სახლი დაიქირაოთ, არამედ იყიდოთ ადგილობრივი ნებისმიერი სახის საინტერესო გამოცდილება. მაგ: ექსტრიმი, ბუნება, ცეკვა, სამზარეულო, ა.შ.
მოკლედ, მოგზაურობა ბევრად უფრო გემრიელია, როცა სწორად გეგმავ ბევრ დეტალს, ჰოდა წინ ამ ყველაფერს - არაფერი უდგას. დაიწყე დაგეგმვა დღესვე და ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად იქნება!
2019-04-24
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
თეგები
სხვა კატეგორიები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს