ე.წ. მჯდომელა სამსახურები - ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, ჩვეულ ყოველდღიურობას წარმოადგენს.
ამავე უმრავლესობამ, ვიცით, რომ მუდმივი ჯდომა არც ისე კარგია სხეულისთვის, განსაკუთრებით კი - მომავალში იჩენს თავს, არც ისე სასიამოვნო მიმართულებებით, ჩვენც ვინანებთ, რატომ არ დავიჭირეთ თადარიგი თავის დროზე.
შესაბამისად, შევეცდები გაგიმარტივოთ და გაგიჯანსაღოთ ცხოვრება ისე, რომ ამ საჭირო სამსახურსაც თავი არ დავანებოთ. კი, დაზღვეულებიც ვიქნებით და „რორამე“ მარტივად მოვაგვარებთ პრობლემებს, მაგრამ პრობლემების „უფასო“ მოგვარებას ხომ გაცილებით სჯობს, რომ პრობლემები საერთოდ არ გვქონდეს?
ნამდვილად სჯობს!
მაშასადამე, დავიწყოთ...
6 რჩევა, როგორ არ უნდა დავიღალოთ სამსახურის მჯდომარე რეჟიმით:
- გადი-გამოდი - ვთქვათ ვმუშაობთ ქოლ ცენტრში, სადაც მომხმარებელი ვერ გვხედავს - აქ შეიძლება ჯდომა შიგადაშიგ დგომით ჩანაცვლდეს. ბანკირობაც, როცა მომხმარებელი არ გვყავს, შეგვიძლია წამოვდგეთ, ან ყოველ ახალ მომხმარებელს - ფეხზე წამოდგომით მივესალმოთ, თან თავაზიანები ვიქნებით, თან ვარჯიში და მოკლედ, ყველა ბედნიერია
- მასაჟი - თუ გყავთ ოჯახის წევრები, იარეთ მასაჟის კურსზე. შემდეგ, ხან ერთი მოუხსნით სტრესს მეორეს, ხან მეორე პირველს. თუ მესამე და ა.შ.-ებიც არსებობენ, ხომ საერთოდ - მრავალფეროვნებას რა სჯობს, თან ძალიანაც აღარ დაიღლებით, ანუ ისეთი სიხშირით აღარ მოგიწევთ.
- მოკლე ვარჯიშები - იუთუბზე დევს მიმოხილვები, რომელი მარტივი და მოკლე ვარჯიშები შეიძლება გავაკეთოთ სამუშაო გარემოში. შეიძლება ხუთ წუთიანებიც იყოს. თან გავჯანსაღდებით, დაღლილობას და სტრესსაც მოვიხსნით და პროდუქტიულობასაც ავამაღლებთ.
- დასაჯდომები-საზურგეები - თუ თქვენი სკამი არც ისე კომფორტულია, შეიძინეთ რბილი, მასაჟორი საზურგეები, ან ქვემოთ დასაფენები, რომელსაც დადებთ სკამზე და შემდეგ განთავსდებით, შეიძლება ბოლომდე ვერ, მაგრამ დაღლილობის მნიშვნელოვან ნაწილს ნამდვილად აგარიდებთ თავიდან.
- ზურგის, წელის და კისრის თერაპია - არსებობენ კლინიკები, რომლებსაც აქვთ გამაჯანსაღებელი, ან სამკურნალო, ან ორივე ერთად პროცედურა, რომელიც ზუსტად ამ პრობლემას შველიან. მიდით, გამოყავით დრო და ფინანსური რესურსი და მოიხსენით სტრესი თუ დაღლილობა.
- აქტიური მოძრაობა - ბევრი იარეთ ფეხით, ბევრი იმოძრავეთ, კიბეებზე ლიფტს ნუღარ დაელოდებით, მანქანა ან ტაქსი ზედ სახლის კართან აღარ გააჩეროთ და სხვა. საბოლოო ჯამში, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების რეჟიმი - საკმაოდ გაგვიბათილებს მუდმივი ჯდომის შედეგად მიღებულ ზიანს.
ასე რომ - მორჩით წუწუნს, მუდმივად ერთ ადგილას „გაშეშებულ“ სამსახურებზე. პრობლემის გადაჭრის გზები ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ხანდახან ამ გზების პოვნა გვეზარება.
სწორედ ამიტომ: გაწვდით გამზადებულს! Enjoy!