6 პროდუქტი, რომელიც ზაფხულში უნდა მივიღოთ

ზაფხულის მოახლოვება ბევრისთვის დასვენებასთან ასოცირდება... შვებულება, ქვიშიანი სანაპიროები, ან მთა, ან საერთოდ - კულტურულ-შემეცნებითი დასვენება.

თუმცა, ზაფხული ასევე, შედარებით ჯანმრთელ კვებასთანაც ასოცირდება, ამ დროს ხილი, ბოსტნეული უფრო გემრიელია, დიდი რაოდენობით ვიღებთ, წონაშიც უფრო სწრაფად ვიკლებთ, ა.შ.

ამ სტატიაში, შემოგთავაზებთ იმ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც ზაფხულში ძალზედ სასარგებლოა, მოდით, ამჯერად - 6 პროდუქტზე შევჯერდეთ:

  1. საზამთრო

ეს, ბევრისთვის საყვარელი ხელი (მგონი ყველას უყვარს, ჩემ გარდა) ბევრ სასარგებლო თვისებასაც შეიცავს, გემოსთან ერთად. ეს არის A და C ვიტამინები, ასევე საზამთრო მდიდარია კალიუმით. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირებას და წნევასაც არეგულირებს.

აღსანიშნავი ამბავია ისიც, რომ ზაფხულში წყლის მიღება ორმაგად მნიშვნელოვანია, საზამთრო კი - დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს.

  1. კიტრი და პომიდორი

ეს ორი, განუყრელი ბოსტნეული, სრულიად სამართლიანად, ერთად გავიყვანეთ. ზაფხულში კიდევ უფრო გემრიელია, სასარგებლო თვისებებსაც შეიცავს, ნაკლებ კალორიულიც არის და ამ ყველაფერთან ერთად - იაფიც.

ასე რომ - აქ ყველა კარგი თვისება, ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

  1. სიმინდი

ეს ბოსტნეული, ყველა სიკეთესთან ერთად, ზღვაზე დასვენების უცვლელი ატრიბუტიც არის. ასევე, გემრიელია, გვანაყრებს და პლუს, ვიტამინებსაც შეიცავს, კერძოდ D და E ვიტამინებს, ასევე ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს რისკებს;

  1. სოკო

სოკო შეიცავს ნახშირწყლებს, ასევე - მინერალურ ნივთიერებებს.

გარდა ამისა, მის შემცველობაში, შედის ამინომჟავები, პლუს შეიცავს D, B, E, B1, A, PP და C ვიტამინებს.

სოკოც ასევე ამცირებს კიბოს რისკებს და აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ერთი სიტყვით - ძალიან გემრიელთან ერთად, ძალიან სასარგებლო თვისებების მატარებელიც გახლავთ.

  1. ატამი

ატამი მდიდარია ანტიოქსიდებით, ამიტომ, იგი ამცირებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რისკებს, ასევე სიმსივნის რისკებსაც. ასევე, არის გემრიელი და თან დიეტურიც, მეტი რა უნდა ვინატროთ? J

  1. ალუბალი

გემრიელი, ბევრ რამესთან გამოსადეგი, დაწყებული ნამცხვრიდან, დამთავრებული - „ვარენიკებით“. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან სასარგებლოც არის.

ის გაჯერებულია ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო PP, B1, B6, K, E და C ვიტამინებით, ასევე არის იოდის, გლუკოზას და ფრუქტოზას შემცველი. სისხლში ამცირებს ქოლესტერინს და კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა...

დიახ, ახლა ზაფხულის ზუსტად შუა ნაწილია, შესაბამისად, თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ სწორი კვება, ახლაც არ არის გვიან, ნახევარი ზაფხული ხომ წინაა...

2019-07-17
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?