5 რჩევა, როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის

ლაშქრობა - ძალიან საინტერესო, სათავგადასავლო და „მოხეტიალური“ ტიპია მოგზაურობის, თან იაფიანი, თან ცოტა ამოვარდნილი კომფორტის ზონიდან და ეს კიდევ უფრო სასიამოვნო შეგრძნებებით ამდიდრებს ამ ყველაფერს...

ორი წლის წინ, სექტემბერი იქნებოდა, როცა ფეისბუქზე დავპოსტე, რომ მოდით, ჯუთაში წავიდეთ სალაშქროდმეთქი.

გამომეხმაურა საკმაოდ ბევრი ადამიანი, მეც მათგან ოთხი საუკეთესო შევარჩიე და გავუდექით გზას.

ბენზინის თანხა გავიყავით, მე საძილე ტომრები ვიშოვე, ერთმა კარავი, ფუნქციები გადავინაწილეთ და წავედით.

გამოუცდელი ბიჭები, ღამით ხომ გავიყინეთ, ქარმა ლამის კარავი გადავხადა და წაგვიღო, საძილე ტომრის ჩასადები მომპარა და ა.შ. მაგრამ მაინც ძალიან კარგი გამოცდილება გამოვიდა, ჩემი მეგობრის გამოცდილებას ნამდვილად სჯობდა, რომელმაც წყალში გაიღვიძა J

იმედია არ შეგაშინეთ.

სწორედ იმისთვის, რომ თქვენმა „კარვაობამ“ მშვიდობიანად ჩაიაროს, გთავაზობთ ხუთ რჩევას, რომელიც ლაშქრობისას უნდა გაითვალისწინოთ:

  1. დააკვირდით საძილე ტომრის ტემპერატურას, ზოგი 10 გრადუსშია გამოსაყენებელი, ზოგი მინუსში, ამიტომ - ამით დააზღვევთ რისკებს და ღამით გაცივებას გამორიცხავთ.

მნიშვნელოვანია და ამავე თემას ეხება, თავად კარვის ტევადობაც. ჩვენ რატომღაც არ დავაკვირდით და ხუთ ადამიანს, სამ კაციან კარავში, სულ ერთმანეთშინ გადახლართულებს გვეძინა. ნუ, სიცივე იყო და ამიტომ დიდი დისკომფორტი არ შეუქმნია, მაგრამ მაინც, სასუნთქი ჰაერი ხომ გინდათ?

  1. აარჩიეთ ადგილი მთისგან და კლდისგან მოშორებით, ვაკე ადგილას, სასურველია ტბასთან ახლოს.

ბევრი რჩევა მოგაყარეთ და სათითაოდ განვმარტავ:

  • მთა და კლდე - მათგან ხშირად ცვივა ქვები, ან კენჭები, ვაი და მსგავსი რამ მოხდეს? ამიტომ სასურველია თავი დავიზღვიოთ
  • ვაკე ადგილი - აქ თქვენი ჩაცურების ალბათობას ამცირებთ და ძილისთვისაც უფრო კომფორტულია
  • ტბასთან ახლოს - წყალთან მე ჰაერი უფრო მომწონს, ასევე, როცა იღვიძებ და ლამაზ წყალს გადაჰყურებ, ცოტა მერომანტიულება, თუმცა კაცია და გუნება!

 

  1. შეიძინეთ პარალონი - ხშირად, ტყეში ნიადაგი არც ისე სწორია, რაც ძილის პროცესს აფეხებს, ასევე, კარგი პარალონი ჯანმრთელი ძილისთვისაც მნიშვნელოვანია.

ხშირად არ გიწევთ „ქემფინგი“? რა პრობლემაა, მას პიკნიკზეც გამოიყენებთ, სუფრის გასაშლელად, დასაჯდომად, ა.შ. ან ბოლოსდაბოლოს, სახლში, პრესის გასაკეთებლად დაიგებთ ხოლმე, ამისთვისაც უებარი საშუალებაა.

  1. წინასწარ მოამზადეთ აუცილებელი ნივთები - ჩემთვის ესაა ყავა თერმოსით, რაც ტყეში ძაან სასიამოვნოა, მოდუღება კიდევ რთული. ასევე, ცეცხლის დასანთები საშუალებები, ვაი და ციოდეს, ან უცებ ცხოველის ხმა შემოგესმათ.

ბოლო დროს, ღვინო მაკლდა, ბუნებას და მსგავს ადგილებს, ჯანმრთელი დოზით - ძალზედ უხდება. დანა, ბოსტნეული და მარტივად მოსამზადებელი საკვები ინგრედიენტებიც მნიშვნელოვანი ამბავია

  1. და ბოლოს, აუცილებლად მიაკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობას - მათგან უამრავ სასარგებლო რჩევას მოისმენთ, ლოკალურ კერძებს დააგემოვნებთ და რაც მთავარია, სრულად შეიგრძნობთ ამა თუ იმ სოფლის სულს, რაც ჩემთვის პირადად, ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.

ამით ვასრულებ და ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ!

2019-08-08
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?