ბოლო პერიოდში ხშირად ვიგებ ახალგაზრდა ადამიანების უეცარი გარდაცვალების შესახებ.
მიზეზების დიდი ნაწილი - გულია!
კი ბატონო, მედიცინა წინ წავიდა, თუმცა პრობლემების არსიც გაღრმავდა, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაც გამარტივდა, სოციალური ქსელების მეშვეობით, გარემოც უფრო სტრესულია, მოკლედ - მიზეზებს რა დალევს!
ჩვენ კი - გულს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ.
შეიძლება გამოკვლევები და/ან მკურნალობა ძვირი სიამოვნება იყოს და ამან ისევ გულზე დაგვარტყას. ამიტომ, აუცილებელია გვყავდეს პირადი ექიმი, რომელიც გააკონტროლებს ჩვენს ჯანმრთელობას და დაგვიგეგმავს კვლევებს. როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევა გვაქვს, პირად ექიმთან კონსულტაცია და გეგმიური შემოწმებებიც დაგვიფინანსდება. შესაბამისად, თავი ქუდში გვექნება, გული მშვიდად და ასე გაცილებით უკეთ გავუმკლავდებით პრობლემებს.
გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომ უნდა გავაკონტროლოთ გული, ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასარიდებლად:
- ჩვენს დროში, გულის დაავადებების რისკი გაზრდილია, რაკი გაიზარდა უხარისხო თამბაქოს მოხმარება, გარემო სტრესულია, ადამიანები ერთმანეთს თავს ვახვევთ ნეგატივს და ზოგადად, მეტი რისკია ნერვიულობის.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა, შესაბამისად, დაზღვევის გამოყენება (თუ არ გვაქვს, მის გარეშე მისვლა) და გამოკვლევების ჩატარება, ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება.
- კვების რეჟიმის დარღვევა - ექიმები გვეუბნებიან, რომ ნაკლებად უნდა მივიღოთ ცხიმიანი და მარილიანი საკვები, რომლებიც ასევე, ნაკლებად სასარგებლოა გულისთვის.
თანამედროვე, გადატვირთულ და გადარბენებით სავსე ცხოვრებაში, რთულია სწორი რეჟიმით კვება, ჯანმრთელი საკვების მიღება, ჰოდა - ამ დროსაც, გულის „მუშაობის შემოწმებას“ დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ტკივილი გულ-მკერდის არეში - შეიძლება გვეგონოს, რომ უბრალოდ სუთქვა გვიჭირს დაღლილობისგან, ან კუნთი დაგვეჭიმა, ან გავცივდით... მოკლედ, სახლში ჯდომა და ვარაუდი - ნაკლებად სწორი გადაწყვეტილებაა.
ამ შემთხვევაშიც, ექიმები რეკომენდაციას უწევენ შესაბამის გამოკვლევებს.
- ხვრინვა და სუნთქვის უკმარისობა - ესეც მიზეზია იმისთვის, რომ გული კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. ხშირად გვეცინება, მხვრინავ მეგობრებს ვიდეოებსაც ვუღებთ და როცა იღვიძებენ, ვეხუმრებით ხოლმე, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება გულის დაავადებებიც იმალებოდეს.
რჩევა, იგივეა: თქვენ უნდა წახვიდეთ კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
- სექსუალური დისფუნქცია - თურმე ესეც არამხოლოდ ფსიგოლოქიური, ჰორმონებიდან გამოწვეული, თუ ნებისმიერი სხვა მიზეზით წარმოშობილი, არამედ - შეიძლება გულის დაავადებებისგან იყოს სიგნალი.
ამიტომ, სექსოლოგთან ერთად, კარდიოლოგთან ვიზიტიც მნიშვნელოვანია. პლუს ჭარბი წონა, დიაბეტი და ა.შ. - რაც შეიძლება იყოს სიმპტომები, ამავე დაავადებების.
ამიტომ, გთხოვთ გაუფრთხილდეთ გულს და პრევენციის მიზნით, რეგულარული გამოკვლევები ჩაიტაროთ!