4 რჩევა, როგორ დავაღწიოთ თავი უძილობას

ცხოვრება ხშირად უცნაურია.

ალბათ მოისმენდით, ან საკუთარ თავზე გამოცდიდით:

  • ზოგი უდროობას დარდობს, ზოგმა კიდევ, არ იცის სად წაიღოს ეს ამოდენა დრო
  • ხან გიჟივით ვეძებთ სამსახურს, ხან კიდევ - იმდენი შემოთავაზება გვაქვს, თან ყველა საინტერესო, რომ ვერაფრით ვყალიბდებით
  • ხან მუშაობით ვიღლებით, ხან დასვენებით
  • და მრავალი სხვა მსგავსი ამბავი

მათ შორის არის უძილობაც.

მე პირადად, ორგანიზმი შევაჩვიე, რომ დღე-ღამეში, 6 საათი მეძინოს საშუალოდ და ცხოვრების უფრო დიდი ნაწილი, გამოღვიძებულმა და აქტიურმა გავატარო, სასარგებლო საქმეების კეთებით.

ხანდახან, ვნატრობ, სადმე თავი დავდო და დავიძინო, თუნდაც მჯდომარემ.

და პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძილის დრო, წვებიან დროულად და ვერაფრით იძინებენ.

თან, როგორც გავარკვიე, პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, ამიტომ, გადავწყვიტე - 4 რჩევა მოგცეთ, იმის თაობაზე, თუ როგორ დააღწიოთ თავი უძილობას.

მანამდე კი, უძილობის გამომწვევ მიზეზებს შევეხოთ ორიოდე სიტყვით. ეს შეიძლება იყოს:

  • სტრესი, ნერვიულობა, მიმდინარე პრობლემები;
  • ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად: ტკივილი, დაღლილობა, სუნთქვის შეფერხება;
  • მედიკამენტების მოხმარება, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება;
  • კოფეინის, ალკოჰოლის და სხვა ნივთიერებების მიღება, ან მათთვის თავის დანებება - საწყის ეტაპზე ესეც იწვევს;
  • სამუშაო გრაფიკების ცვლილება და სხვადასხვა დროს ძილი, ანუ არევა.

ახლა კი, გთავაზობთ დაპირებულ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ იმისთვის, რომ უძილობას თავი დააღწიოთ:

  1. ვარჯიში - რეგულარული ვარჯიში, თან მსუბუქი და გამაჯანსაღებელი - ძალიან სასარგებლოა.

თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უნდა მოხდეს ძილამდე 4-5 საათით ადრე, სხვა შემთხვევაში, შეიძლება პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს

  1. კოფეინის და ძილისთვის შეუსაბამო ნივთიერებების მიღება. მძიმე საკვების, ძილის წინ მიღებაც - ხელს გვიშლის დაძინებაში, ამიტომ კვებასთან დაკავშირებული ფაქტორების სწორი დაცვა - ასევე მნიშვნელოვანია
  2. რეჟიმი - ეცადეთ დაიძინოთ ხოლმე ერთი და იგივე დროს, რადგან გრაფიკების არევა, ასევე კავშირშია უძილობასთან და დამატებით ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჯაჭვური რეაქცია კი, აქაც მძაფრია. უძილობა დაღლილობას იწვევს, ენერგია გვერთმევა, მეტი საქმე გვიგროვდება, რომელსაც ნელი ტემპით ვასრულებთ, უფრო ვიღლებით, ვისტრესებით, კიდევ უფრო გვაწუხებს უძილობა და ა.შ.
  3. როცა ვწვებით და არ გვეძინება, სჯობს ავდგეთ, მსუბუქი სამუშაოები გავაკეთოთ, რომ ძილი მეტად მოგვეკიდოს და შემდეგ ვცადოთ დაძინება. ასევე, ექიმები გვირჩევენ, რომ დილით, გაღვიძებისთანავე ადგომა, კარგად ზემოქმედებს უძილობაზე.

წამლების და ზოგადად, მედიკამენტების კუთხით, მე ვერაფერს გირჩევთ და არც იქნება სწორი, ამ დროს ექიმს უნდა მიმართოთ, ინდივიდუალური ჩივილებით და ის გაცილებით ხარისხიანად მოგხედავთ.

გისურვებთ გემრიელ ძილს, ზომიერად, რაკი ძილში დასაკარგი დრო ფაქტობრივად არ გვაქვს, ამიტომ რაც გვძინავს - სასურველია ხარისხიანად და სასიამოვნოდ გვეძინოს, ძალების სწორად აღდგენის მიზნით!

2019-06-25
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?