2019 წლის ჰოროსკოპი - რისგან უნდა დავიზღვიოთ თავი?

2019 წელი ღორის წელიწადი გახლავთ და ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, მისი მთავარი მახასიათებლები იქნება: აქტიურობა, სიცოცხლის სიყვარული და წვრილმანებით ტკობა.

ამ პერიოდში, ადამიანები საკუთარი ცხოვრების ჭეშმარიტი სახის დანახვას შეეცდებიან და ბევრი მათგანი ამას წარმატებით მოახერხებს.

რაც შეეძლება დეტალურ ჰოროსკოპს ზოდიოქოს ნიშნებისთვის, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ვერძი - 2019 წელი ნაყოფიერი პერიოდი იქნება თქვენთვის. გელით წარსულის შეჯამება და ახალ ეტაპზე გადასვლა.

ასტროლოგთა აზრით, წელს მიღებული გადაწყვეტილებები და წამოწყებული საქმეები განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 წელს, ამიტომ დაგჭირდებათ ბევრი ენერგია და შრომა.

თქვენთის რეკომენდირებულია ჯანმრთელობის დაზღვევის კარგი პაკეტის შეძენა, არამხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ 2019 წელს არავის ჯანმრთელობამ არ წაგართვათ დრო და არ მოცდეთ იმ საქმეებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისთვის.

კურო - ამ წელს, თვენთვის პირველ ადგილზე გადავა ოჯახური ღირებულებები.

განსაკუთრებით ყურადღებიანი და მზრუნველი მეოჯახე გახდებით და სწორედ თქვენი ოჯახის კეთილდღეობა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი.

შესაბამისად, თქვენთვის რეკომენდირებული იქნება ისეთი სადაზღვევო პაკეტები როგორებიცაა: სახლის დაზღვევა, აგარაკის დაზღვევა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ.

ტყუპები - 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო იღბლიანი ადამიანები, სწორედ ამ ზოდიქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებლები. მათ ელით წარმატება, სასიამოვნო სიახლეები და სასიხარულო სიურპრიზები.

საკუთარ ძალებს და ფორტუნის მხარდაჭერას წლის დასაწყისშივე იგრძნობთ, რაც თქვენთვის სტიმული გახდება და ბევრ საქმეს შეეჭიდებით. ბევრი საქმე ბევრ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ კარგი იქნება თუ საკუთარ ორგანიზმს დასვენებითაც გაანებივრებთ.

ასტროლოგთა აზრით, ამბიციამოზღვავებულ ტყუპებს, დასვენების ადგილის შერჩევისას გული საზღვარგარეთ მოგზაურობისკენ გაუწევთ. ეს კარგი იდეაა, ოღონდ წასვლამდე, არ დაივიწყოთ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტის შეძენა.

კირჩხიბი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, 2019 წელს წარმატებული იქნება როგორც პირადი ცხოვრება ასევე საქმიანი სფერო და კარიერაც.

ღორის წელიწადი ბევრ წარმატებასა და სიხარულს მოგიტანთ.

შეიძენთ ახალ საქმიან პარტნიორებს, აწარმოებთ საქმეებს ყოველგვარი რისკის გარეშე, მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობის დონე და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში იქნებით სიმპატიების მთავარი ადრესატი.

პრობლემები მოსალოდნელია მხოლოდ წვრილმანებში, მაგალითად მცირე კამათი კოლეგებთან ან ავტომობილის დაზიანება. კოლეგებთან ურთიერთობის დალაგებას საკუთარი მომხიბვლელობის წყალობით, მარტივად მოახერხებთ, ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება კი სადაზღვევო კომპანიის საშუალებით არის შესაძლებელი.

ლომი - პირად ცხოვრებაში, თქვენთვის 2019 წელი სასიამოვნო იქნება იმ შემთხვევაში თუ მოახერხებთ საკუთარ ეგოიზმსა და ნარცისიზმზე უარის თქმას.

რაც შეეხება კარიერას, ამ მხრივ გელით თავბრუდამხვევი წარმატებები და კარგი ტემპის შესანარჩუნებლად, რეკომენდირებულია, რომ წარმატება თავში არ აგივარდეთ.

პოზიტივის არსებობის მიუხედავად, საერთო ჯამში, მიმდინარე მოვლენები თქვენს ნერვულ სისტემას საგრძნობლად დატვირთავს, რის გამოც, შესაძლოა კარდიოლოგთან ან ნერვოპათოლოგთან ვიზიტი დაგჭირდეთ. ექიმთან ვიზიტის ფაქტის შესამსუბუქებლად, კარგი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის კარგი პაკეტის შეძენა, რომელიც საუკეთესო სამკურნალო დაწესებულებაში ვიზიტის საშუალებას მოგცემთ.

ქალწული - 2019 წელი დატვირთული იქნება როგორც სასიამოვნო, ასევე ნაკლებად სასიამოვნო მოვლენებით.

საერთო ჯამში, ღორის წელიწადი პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მთავარი პრობლემა იქნება ახლობელი ადამიანების ინტერესებსა და საკუთარ, პირად ამბიციებს შორის, იდეალური ბალანსის პოვნა.

კარგი იქნება თუ საქმეს გაიადვილებთ და ისეთ საკითხებს მაინც მიხედავთ, რომლებიც ყველას ინტერესებში ჯდება. მაგალითად: სახლის ან აგარაკის დაზღვევა, საოჯახო ავტომობილის და ა.შ. ქონების დაზღვევა.

სასწორი - რთული წელი გელით, მოგიწევთ ბრძოლა ბედთან და სასურველის მისაღებად არაერთი დაბრკლების გადალახვა.

ყველაზე მძიმე იქნება ფინანსური სფერო, რადგან ღორის წელი არ გპირდებათ ფულადი შემოსავლების ზრდას.

რეკომენდირებულია ხარჯების გონივრული გადანაწილება, ვალებისთვის თავის არიდება და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავის დაცვა. ასეთი ხარჯებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება კი გახლავთ დაზღვევა, რომელიც საჭირო დროს, საკუთარ თავზე აიღებს მოულოდნელად გაჩენილ ფინანსურ ვალდებულებებს.

სასიამოვნო სიახლე კი ისაა, რომ წლის ბოლოსთვის სიტუაცია პოზიტიური გზით წავა, თქვენ კი დიდი გამოცდილებით და ბრძოლაში გამობრძმედილი ადამიანის ნერვებით განაგრძობთ ცხოვრებას.

მორიელი - გელით ცვლილებები და თანაც იმდენად მასშტაბური, რომ შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი ან სამსახურიც კი შეიცვალოთ.

მარტოხელა მორიელებს კი 2019 წელი მათი ცხოვრების ყველაზე უფრო ცეცხლოვან რომანს მოუტანთ.

განსაკუთრებული საფრთხეები არ გელით, ამიტომ რეკომენდირებულია მხოლოდ და მხოლოდ არსებული სადაზღვევო პაკეტების გახანგრძლივება,

მშვილდოსანი - წლის დასაწყისში შესაძლოა, იგრძნოთ ძალების ნაკლებობა და უხასიათობა, რაც პირველ რიგში ფულის ნაკლებობით იქნება გამოწვეული.

საბედნიეროდ, ამ პრობლემას ახლობლების დახმარებით მალევე მოაგვარებთ.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად კი ფინანსური სიტუაცია იმდენად გაგიუმჯობესდებათ, რომ სახლის კეთილმოწყობაზე დაიწყებთ ზრუნვას.

გახსოვდეთ, რაც უფრო კეთილმოწყობილია სახლი და რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსია მასში ჩადებული, მით უფრო მეტად საჭიროებს ის დაზღვევას, ამიტომ აუცილებლად დააზღვიეთ თქვენი უძრავი ქონება.

თხის რქა - რადიკალური ცვლილებების წელი გელით, რაც თქვენივე სურვილებით იქნება ნაკარნახევი.

შესაძლოა მოგინდეთ ახალი საქმის წამოწება, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ა.შ.

ცვლილებები კარგია, მაგრამ ყველა არა. ცუდ ცვლილებებს შორის იქნება იმ სადაზღვევო პაკეტებზე უარის თქმა, რომლებსაც ფლობთ, გახსოვდეთ ისინი თქვენთვის საჭიროა და უარის თქმა კი არა, პირიქით მათი გამრავლება უფრო უკეთესი იქნება, რათა ახალ ცხოვრებაში ახალმა სირთულეებმა არ შეგიშალოთ ხელი.

მერწყული - მერწყულებისთვის, 2019 წელი რთული იქნება მათივე ეგოიზმის გამო, რადგან ხასიათის ეს შტრიხი ახლობლებთან კონფლიქტების მიზეზი გახდება.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად, კარგი იქნება მათთან ერთად მოგზაურობა და დასვენება.

საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც გაჩუქებთ სიმშვიდეს და თქვენს არდადეგებს უფრო სასიამოვნოს გახდის.

თევზები - ეს წელი თქვენთვის საკმაოდ იღბლიანი იქნება და კარგად წარიმართება.

გელით კარიერული ზრდა და უფრო მეტიც, ხელმძღვანელი თანამდებობაც კი.

სრული ჰარმონია გექნებათ ოჯახშიც, მოსალოდნელია ძვირადღირებული საოჯახო შენაძენიც, რომელიც აუცილებლად უნდა დააზღვიოთ.

2018-12-17
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?