ორსულობა, სექსი და სექსუალური განათლების აუცილებლობა

ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ცხოვრებაში განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ თავი ყველას განათლებული გვგონია, სხვებს მივუთითებთ, საკუთარ თავში კი პრობლემების აღმოჩენა საკმაოდ გვიჭირს.

მოდით, ამ პოსტში განათლების სექსუალური ნაწილით, ანუ სექსუალური განათლებით შემოვიფარგლოთ, რაც იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

როგორ ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს, თუ არა, სკოლებში სექსუალური განათლების საკითხები? ან ვსაუბრობდეთ აღნიშნულ თემებზე? ცალკე საკითხია ვინ უნდა საუბრობდეს: სკოლის ექიმი, მასწავლებელი, ნაწილობრივ მშობელმა უნდა იტვირთოს ეს ფუნქცია, თუ ყველა მათგანი?

  • აი იმ სკოლებში, სადაც ბიოლოგიაში განაყოფიერების ნაწილს მასწავლებელი არც კი ხსნის და გვეუბნება, რომ სახლში წავიკითხოთ?
  • სკოლაში, სადაც ვარდისახარის, ნაზიბროლას, მზაღოს და ა.შ. სექსუალური სცენების აღწერისას, მეათე, მეთერთმეტე კლასებშიც კი - სიცილს ვერ ვიკავებთ?

მსოფლიოში და ბოლო პერიოდში საქართველოშიც, სექსუალური ცხოვრების დაწყების საშუალო ასაკი შემცირებულია, საგრძნობლად. ბიჭების „მონათვლა“ ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა ამჟამად გოგონების ასაკიც დაბალია...

და რა სარგებლობას მოგვიტანს სექსუალური განათლება?

  1. გავიგებთ მეტს, ოჯახის დაგეგმვის/კონტრაცეფციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჰარმონიულ ურთიერთობების, ინფორმირებული არჩევანის შესახებ და გვექნება ნაკლები არასასურველი ორსულობა, შესაბამისად, აბორტების და აბორტით გამოწვეული გართულებების ნაკლები ალბათობა;
  2. თავის მხრივ, დაუგეგმავი ორსულობის ნაკლები შემთხვევა, ნაკლებ ოჯახს შექმნის საზოგადოებრივი სტერეოტიპების და შესაბამისად, იძულების წესით;
  3. ადამიანები შევძლებთ ოჯახის თუ ერთიერთობის პარალელურად, ავაწყოთ კარიერა, საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და დავგეგმოთ საკუთარი მომავალი;
  4. შემცირდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვი;
  5. გვექნება სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, შესაბამისად, პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა უფრო მარტივი გახდება...

და ბოლოს, თუ ორსულობა მაშინ გვაქვს როცა გვინდა, ანალიზებსაც დროულად ვიტარებთ, ჯანმრთელობის პულსზეც ხელი გვიჭირავს - რაღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის?

დიახ, დაზღვევა!  გირჩევთ ორსულობა წინასწარ  დაგეგმოთ, განსაზღვროთ სამომავლო გეგმები, დაეზღვიოთ და ორსულობის დროს ანაზღაურება მიიღოთ.  სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ  500 ლარს ანაზღაურებს, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის.

ავტორი: daazgvie.ge
2018-11-02
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
ხალხური მედიცინა - ვენდოთ კი?
როგორ გამოვიყენოთ დაზღვევა პროსტატიტის მკურნალობისას
სამზარეულოს დიზაინი - ანუ მყუდრო სახლის შექმნის საიდუმლოება!
ორსულობა, სექსი და სექსუალური განათლების აუცილებლობა