ხალხური მედიცინა - ვენდოთ კი?

ხალხური მედიცინა ბევრ წელს, მრავალ სენსიტიურ ისტორიას და სასწაულს ითვლის.

ბებიები ჯადოქრები არიან ამ კუთხით, ხშირად მოგვისმენია, აი ექიმმა ვერ უშველა, მერე წავიდა სადღაც, გამოილოცა - ვერც ამან და ბოლოს ბებოს მომზადებულმა მალამომ, რამდენიმე დღეში მოარჩინაო...

ასეთი ჯადოქარი ბებია მეც მყავს, სვეტლანა ბებო. არ ვიცი, საიდან გადმოეცა, მაგრამ ჯადოსნურ წამლებს ამზადებს, რომელიც სიმაღლეში ზრდის :)

დიახ, 20 წლამდე ასაკში თუ მიიღებ - 5-6 სანტიმეტრი გარანტირებული გაქვს. ამის დამადასტურებელი პატარა სტატისტიკაც გვაქვს... :)

  • ან უბრალოდ დაემთხვა
  • ან ისე დაიჯერეს წამლის მიმღებებმა, რომ სხეულმაც ირწმუნა და გაიზარდნენ
  • ან რავიცი...

ნუ, ფაქტი ჯიუტია.

ამავე სვეტლანა ბებოს მომზადებული მალამოებით უამრავი ჭრილობა მაქვს მორჩენილი, უფრო მეტიც, მთელი ბავშვობა - როცა ავად ვხდებოდი, არცერთ ექიმს არ ვენდობოდი, მაგრამ აი რასაც ბებია იტყოდა, ეგრევე მჯეროდა, რომ მომარჩენდა და ამ მუხტით, მკურნალობის დაწყების პირველივე დღიდანვე თავს უკეთ ვგრძნობდი.

კი გავიდა კაი ოცი წელი, რაც ბავშვი აღარ ვარ.

და პარალელებს როცა ვავლებ, კი მენოსტალგიები ეს სახალხო მედიცინა, მაგრამ მეორე მხრივ მაინც ჯანმრთელობის დაზღვევისკენ მიმიწევს გული.

რატომ? რამდენიმე მიზეზით აგიხსნით და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება თქვენთვის მომინდია:

1. ხალხური მედიცინა დატესტილია, მაგრამ არა გამოკვლეული, ვაი და რამე უკუ ჩვენება ჰქონდეს?

2. ხალხური მედიცინა გაღებული სიკეთეა, ექიმი თუ ვერ გიმკურნალებს - ითხოვ კანონით, აი საყვარელ ბებოებს კიდევ - როგორ გინდა აწყენინო, მათ ხომ მხოლოდ კარგი უნდოდათ შენთვის?

3. ხალხური მედიცინა ინდივიდუალურ ახლობლებს ეხება, აქ არაფერია ოფიციალური, რაც ცოტა რისკიანია

4. ხალხურ მედიცინას მხოლოდ გარშემომყოფთა სტატისტიკა ახლავს თან, ინფორმაცია კი დაუდასტურებელია

5. გასათვალისწინებელია ის ფაქტორებიც, რომ ხალხური მედიკამენტები ძირითადად ბუნებრივ საწყისებზეა დაფუძნებული, ნაკლებად შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, ესეც მისი პლუსი

6. და რაც მთავარია: ხალხურ მედიცინას დაზღვევა ვერ ფარავს, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი და სიმშვიდის გარანტიაა.

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს რაღაცები, რაშიც ჩემი ბებო ყველაზე კომპეტენტურია.

ჰოდა, მთლად მარტივი დილემა აღარ გამოდის, მაგრამ მაინც...

ავტორი: daazgvie.ge
2018-11-12
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
პატრულის ჯარიმის გადახდა, დღევანდელი პატრული და პრიორიტეტები
ერთი ნახვით სიყვარულის გჯერათ ?
რატომ უნდა ჩავიტაროთ ტომოგრაფია - პროფილაქტიკის მიზნით
მედიკამენტების ანოტაცია