როგორ დავხარჯოთ თვეში 5 ლარი ყველაზე გონივრულად?

5 ლარად შეიძლება იყიდო 1 კოლოფი სიგარეტი და მერე 20-ჯერ მოგიწიოს ქუჩაში გასვლა მოსაწევად.

ათასი მეგაბაიტი მობილური ინტერნეტის შეძენა და მერე რეალურ სამყაროზე დაკვირვების ნავლად, ფეისბუქის დაუსრულებლად სქროლვაც შეიძლება.

5 ლარად ვერ შეჭამ გემრიელ ჰამბურგერს და ვერც ხაჭაპურს, მაგრამ მოახერხებ, რომ იყიდო: 1 კილო პომიდორი, 1 კილო კიტრი, 1 კილო კარტოფილი, 1 პური, 1 ბოთლი კოკა -კოლა და თავად მოამზადო სადილი, ოღონდ მხოლოდ ერთხელ.

5 ლარად შეიძლება 10 -ჯერ იმგზავრო ავტობუსით ან 6 -ჯერ სამარშუტო ტაქსით. მეტროთიც იმგზავრებ 10 -ჯერ, თუ რა თქმა უნდა, მემანქანეები გაფიცულები არ არიან.

5 ლარად ვერ წახვალ თეატრში, ვერც კონცერტზე და ვერც კლუბში. უფრო მეტიც, თუ თბილისის 3 უბანზე მეტი გაქვს გასავლელი, ამ თანხით, ტაქსით, თეატრის შენობამდეც კი ვერ მიხვალ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, საქართველოში, 5 ლარი ძალიან მცირე თანხაა, ავტომობილის საწვავსაც კი ვერ იყიდი იმდენს, რომ მნიშვნელოვანი მანძილის დაფარვას ეყოს, თუმცა 5 ლარად იგივე ავტომობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთის გაკეთება შეგიძლია.

ნუ გაგიკვირდებათ და ნუ გეგონებათ, რომ „დაშლილებში“ ვიზიტს და იქ ავტომობილის ახალი სარკეების შეძენას გთავაზობთ, კარგად ვიცი, ამ ფულით „დაშლილებშიც“ კი ვერ „იშოპინგებ“, თუმცა 5 ლარად შეგიძლია შეიძინო სერვისი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ „დაშლილებში“ სიარულს თავიდან აგარიდებს.

ალბათ მიხვდი, დაზღვევაზე ვსაუბრობ და გიკვირს ფასი, გგონია რაღაც მეშლება, არადა ეს აბსოლუტური რეალობაა, დაზღვევა უკვე აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის.

სწორედ 5 ლარი ღირს მძღოლების ერთ -ერთი ყველაზე უფრო დიდი კოშმარის, სხვისი ქონების დაზიანების შედეგად დაკისრებული ვალდებულებებისთვის, თავის არიდება.

ამისთვის კი საკმარისია, შეიძინოთ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი.

აღნიშნული პოლისის მფლობელების მიერ დაზიანებული სხვისი ავტომობილის, სხვისი ქონებისა და სხვისი ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს სადაზღვევო კომპანია.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის 5 ლარიან პოლისს ფლობთ, სადაზღვევო კომპანია თქვენს ნაცვლად აანაზღაურებს, თქვენს მიერ მიყენებულ 5 ათას ლარიან ზარალს.

თუ საკუთარი თავის დაზღვევა უფრო დიდი ზარალის ხარჯების ანაზღაურებისგანაც გსურთ, თქვენ მოგიწევთ ოდნავ უფრო ძვირადღირებული პაკეტის შეძენა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოდნავ ძვირი მართლაც ოდნავ ძვირს ნიშნავს, რადგან ქართულ ბაზარზე, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის ყველაზე მაღალ ფასიანი პაკეტი სულ რაღაც 12 ლარი ღირს.

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • ზარალის ანაზღაურება ხდება მაშინაც კი თუ ავტომობილს მართავდა არა მფლობელი, არამედ ვინმე სხვა.
  • ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რაც სადაზღვევო კომპანიის ოფისში ვიზიტს აგარიდებთ თავიდან.

და ბოლოს, გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობასა და თქვენს კუთვნილებაში არსებული ყოველი 5 ლარის გონივრულად ხარჯვას.

ავტორი: daazgvie.ge
2018-06-28
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?
მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურება
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება