დაზღვევის 5 ტიპი, რომელიც აუცილებელია ბედნიერი ცხოვრებისთვის!

დაზღვევა, თავის დროზე იძულებასთან იყო კავშირში:

  • მას გვაიძულებდა საკონსულო, ისე ვიზას არ მოგვცემდნენ და ჩვენთვის სასურველ ქვეყანაში შესვლას ვეღარ შევძლებდით
  • მას გვაიძულებდა ბანკიც, როცა სესხის აღებისას სიცოცხლეზე გვაზღვევდა და თან უჭირდა პირდაპირ მოეხალა, რომ ჩვენი გარდაცვალების შემთხვევაში სესხის გადახდის გარანტიისთვის სჭირდებოდა
  • მას გვაიძულებდა ისევ ბანკი, უძრავი ქონების კუთხით, თუ მას იპოთეკით ვტვირთავდით
  • მას გვაიძულებდა კომპანია, თუ ავტომანქანას რამე ისეთი მიზნით ვიყენებდით, ან ჩამოგვყავდა, ან რამე...

გავიდა წლები.

ჩვენ გავიზარდეთ. ასაკითაც ბუნებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სხვა მიმართულებებს ვგულისხმობ.

გთავაზობთ დაზღვევის 5 ტიპს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანმრთელად, მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ:

  1. ჯანმრთელობის დაზღვევა - თქვენ არ იცით, რამდენად ძვირი დაგიჯდებათ მის გარეშე ოჯახის ექიმიდან დაწყებული, აუცილებელი პროფილაქტიკური ანალიზებით დამთავრებული...
  2. ავტომანქანის დაზღვევა - ქალაქში ათასი გიჟი დადის. ბევრი უნამუსოც, რომელიც შემთხვევით გაგისვამს და მიიმალება. კამერებით სამწუხაროდ ვერ ვართ სათანადოდე აღჭურვილი, ჰოდა მანქანის შეკეთება იმაზე ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე მისი დაზღვევა დაგვიჯდებოდა...
  3. სამოგზაურო დაზღვევა - მაინც უცხო ქვეყანაში მივდივართ, რა ვიცით რა მოხდება, თუნდაც ელემენტარული - კბილი აგვტკივდა. იცით რამდენად დიდ ხარჯებთან არის ეს ევროპაში დაკავშირებული? გვქონდეს თავი ქუდში!
  4. უძრავი ქონების დაზღვევა - ხანდახან, წარმოვიდგენ ხოლმე, მიწისძვრის შედეგად, როგორ ვრჩები ქუჩაში და ჩემი წლებით ნაგროვები თანხებით შეძენილი ბინები, როგორ მეკარგება ერთ დღეში. სწორედ მსგავსი მორიგი პანიკის დროს, დავაზღვიე უძრავი ქონება. ახლა ზედა მეზობლებთანაც დიდ გულზე ვარ, აბა ჩამომიშვას ვინემ წყალი :)
  5. სიცოცხლის დაზღვევა - ამას შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულად მივიჩნევ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმ შემთხვევების გარდა, თუ ვინმე თვლის, რომ „მის შემდეგ წარღვნაც მოსულა“

ყველა ჩამოთვლილი დაზღვევისთვის დახარჯული თანხა რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ არც ისე ძვირია, ხოლო პოლისის შეძენის შემთხვევაში, პლუს სიმშვიდეს და ბედნიერებასაც ვყიდულობთ...

ავტორი: daazgvie.ge
2018-08-27
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
სად დავაზღვიოთ ავტომობილი
როგორ შევიძინოთ მედიკამენტები იაფად
რა სარგებლობა მოაქვს წყალს
ლამაზი კბილების ფასი