5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება

5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება

 

ამასწინათ, ერთი გოგონას წერილი წავიკითხე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა... პარალელურად, ხშირად შემხვედრია პოსტები იმ ხალხზე, რომლებსაც ამ კუთხით დახმარება სჭირდებათ, აგროვებენ თანხებს და ა.შ.

ხშირად მიფიქრია, რომ არაფრის მეშინია, ხალხი ჰეპატიტითაც ცხოვრიბს, აივ ინფექციითაც, აი სიმსივნეს ვერ მოვუძებნე გამოსავალი.

თუმცა როგორ არ...

მეორე დღესვე გაყიდი ქონების ნაწილს და დაიწყებ ბრძოლას. სხვა ქონებასაც მიაყოლებ და თუ არაფერი შველის - ცხოვრების დარჩენილი წლებით დატკბები, გაცილებით უფრო ხარისხიანად და ოპერატიულად.

მაგრამ რა გინდა გააკეთო, როცა არც ქონებები გაქვს შესაბამისი და არც არავის დახმარების იმედი. ან თუნდაც გქონდეს, მთელი ცხოვრების ნაგროვები და ნალოლიავები - ამ ბოროტ დაავადებას რატომ უნდა შესწირო?!

ჰოდა, ამასწინათ დავგუგლე და ჯიპიაის საიტზე ონკო ქეარი ვიპოვე, რაც სწორედ ამ დაავადებისგან გიცავს, ანუ დაავადების აღმოჩენის შემთვევაში გაძლევს ფულს, რომელსაც როგორც გინდა ისე გამოიყენებ და ორმაგად მოგებული რჩები:

  1. თუ ტყუილად „ყრი“ თანხას, ნიშნავს, რომ არასდროს დაგემართება და ალალი იყოს ეს თანხა :)
  2. თუ რამე მოხდება - ას ორმოცდაათი ათასს გაძლევენ, რომელსაც რაშიც გინდა იმაში გამოიყენებ.
  3. მხოლოდ მკურნალობას არ ეხება ეს ყველაფერი, ნებისმიერი სხვა მიზანიც შეგიძლია ჩააქსოვო
  4. და ბოლოს, თვეში 4 ლარიდან იწყება, რაც ნამდვილად ღირს სიმშვიდის სანაცვლოდ
  5. უნიკალური ხარ, ადამიანების იმ იშვიათ ნაწილს მიეკუთვნები, ვინც ასეთი კეთილგონიერება გამოიჩინა და ყველა რისკი დააზღვია
  6. ამ პაკეტით ქველმოქმედებასაც ჩაიდენ, პირველი რაღაც რაოდენობიდან შემოსული თანხები, სრულად გადაეცემა ორგანიზაცია „ჰერას“, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში...

ამასწინათ, ჩემს მდგმურს ვებაასებოდი, რომელიც ნიდერლანდებიდან არის და ჩემდა გასაოცრად, ბევრი სასარგებლო რამ გავიგე, ბაქტერიოფაგების შესახებ. რომ იქ მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ და აქ ჩამოვიდა, გარკვეული პროცესების ჩასატარებლად.

ისიც მომიყვა, რომ მის ქვეყანაში ყოველ მეათე ქალს ძუძუს კიბო აქვს და მათი დიდი ნაწილი დაზღვეულია. და რომ ჯანმრთელობაც ყველას დაზღვეული აქვს და არც იცის, საავაფმყოფოში ამა თუ იმ ანალიზებზე რა ფასებია.

ჰოდა, ნუ გადავდებთ სიმშვიდის უზრუნველყოფას ხვალისთვის. ნაკლები სტრესი, ნაკლები დაავადების გარანტორია, ჰოდა ჩვენს „დაკარგულ“ 4-4 ლარებს ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

 

ავტორი: daazgvie.ge
2018-07-31
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?
მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურება
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება