5 მიზეზი რატომ უნდა ვიყო დაზღვეული

 

ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების კონტროლი არცერთ ადამიანს არ შეუძლია, რადგან სამყარო სავსეა მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებით.

აღნიშნულ შემთხვევებს განსაზღვრავს უკონტროლო გარემო -ფაქტორები და თავად შემთხვევების მსგავსად, უკონტროლოა მათი შედეგებიც.

ჩვენი საუბრის თემისთვის მეტი თვალსაჩინოების მინიჭების მიზნით, ჩამოვთვალოთ უკონტროლო მოვლენების რამდენიმე მაგალითი და მათი შედეგები. ესენია:

  • ხანძარი, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თქვენი უძრავი და მოძრავი ქონება;
  • მიწისძვრა, რომლის შედეგიც ხანძრის შედეგების მსგავსია;
  • წყალდიდობა, რომელიც სავალალო შედეგებით ემუქრება არამხოლოდ შენობა -ნაგებობებსა და მოძრავ ქონებას, არამედ მიწის ნაკვეთებსაც;
  • სეტყვა, რომელიც საშიშია სასოფლო -სამეურნეო მიწებისა და ავტომობილების ზედაპირისთვის;
  • ავტოავარია, რომელიც გახლავთ უბედური შემთხვევების, სხეულისა და ქონების დაზიანებისა და სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში;
  • დაავადებები და უბედური შემთხვევებისას მიღებული, სხეულის დაზიენებები, რომელთა მკურნალობა და რეაბილიტაციაც ხშირად, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული სია ვრცელია და ამ ჩამონათვალში შესული მოვლენების კონტროლი მართლაც, რომ შეუძლებელია, თუმცა პრევენციის შეუძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება უსიამოვნო შედეგების გამოსწორების პროცესის გამარტივება.

პროცესის გამარტივების საუკეთესო საშუალება კი გახლავთ დაზღვევა, რომლის საშუალებითაც, ამა თუ იმ ზარალის ფინანსურ კომპენსაციასა და დანაკარგის ახლით ჩანაცვლებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო თანხას იღებთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ დაზღვევის საშუალებით, თქვენ თავიდან იცილებთ გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს.

დაზღვევა - სიმშვიდის გარანტი

დაზღვევა არ გახლავთ ფუფუნების საგანი, ეს არის წინდახედული და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის საშუალებითაც, თქვენ ყიდულობთ არამხოლოდ სადაზღვევო პაკეტს, არამედ სიმშვიდესაც.

თქვენი სიმშვიდე გახლავთ დაზღვევის მთავარი ღირსება და კითხვაზე „რატომ უნდა ვიყო დაზღვეული?“ პირველი პასუხი სწორედ სიმშვიდე გახლავთ.

განვიხილოთ დაზღვევით ნაყიდი სიმშვიდის რამდენიმე შემთხვევა.

შემთხვევა N1 - უძრავი ქონების დაზიანების შიშის შემცირებით მოპოვებული სიმშვიდე.

უძრავი ქონების დაზღვევის შემთხვევაში, თქვენ ბევრად უფრო ნაკლებს ნერვიულობთ შესაძლო ხანძარზე, მიწისძვრასა და სხვა სტიქიურ უბედურებებზე, რადგან საჭიროების შემთხვევაში, თქვენს მიერ შერჩეული სადაზღვევო კომპანია ზარალს აგინაზღაურებთ.

იგივე სადაზღვევო კომპანიის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დავიდან აირიდოთ უძრავ ქონებასათან დაკავშირებული წვრილმანი უსიამოვნებების მოგვარების დაფინანსებაც.

მაგალითად, ზედა სართულიდან, თქვენს სახლში ან/და ოფისში ჩამოსული წყლით დაზიანებული ჭერისა და კედლების რემონტი ან თქვენს მიერ ქვედა სართულზე ჩაშვებული წყლის შედეგად დაზიანებული ფართის რემონტის ხარჯების ანაზღაურება.

დიახ, საჭირო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია მსგავს ხარჯებსაც დაფარავს თქვენს ნაცვლად.

შემთხვევა N2 - მიწის ნაკვეთის დაზიანების შიშის შემცირებით მოპოვებული სიმშვიდე.

სტიქიურმა უბედურებამ, შესაძლოა დააზიანოს არამხოლოდ შენობა და მისი შიგთავსი, არამედ მიწის ნაკვეთბიც.

დაზღვევა ამ შემთხვევაშიც საკუთარ თავზე იღებს ზარალის ანაზღაურებას და თქვენ არ მოგიწევთ თქვენი ფინანსური დანაზოგის დახარჯვა ან სესხის აღება თქვენი მიწის ნაკვეთის აღსადგენად.

შემთხვევა N3 - ავტომობილის დაზიანების შიშის შემცირებით მოპოვებული სიმშვიდე.

ავტომობილი საკმაოდ ძვირადღიებული ნივთია და თანაც ყველაზე უფრო მეტად არის დაზიანების რისკის ქვეშ.

ავტომობილის დაზიანების მიზეზი შესაძლოა გახდეს ავარია, სეტყვა, ხის მოტეხილი ტოტი, ავარიული ან მშენებარე ნაგებობიდან ჩამოვარდინილი სამშენებლო მასალა, ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.

მიზეზებს შორის, განსაკუთრებით საშიშია ავარია, რადგან ამ დროს, თქვენს ავტომობილთან ერთად, შესაძლოა დაზიანდეს სხვისი ქონება, მგზავრი ან ფეხით მოსიარულე.

ავტომობილთან დაკავშირებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარების პროცესიც თავისუფლად შეგიძლიათ გადააბაროთ სადაზღვევო კომპანიას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ავტომობილის მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ სხვა სატრანსპორტო საშუალებებიც. (მოტოციკლი, მოპედი, ნავი, იახტა და ა.შ.)

დაზღვევის მთავარი ღირსების, დაზღვეულის სიმშვიდეზე საუბრის ბოლოს, შეგახსენებთ, რომ სიმშვიდე გახლავთ ორგანიზმის ერთ -ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილის, კერძოდ ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ფაქტორი.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარებისთვის კი სამედიცინო პროცედურების ჩატარებაა საჭირო.

დაზღვევა ამ შემთხვევაშიც იქნება თქვენს გვერდით და ისევ იზრუნებს თქვენს კომფორტზე თუ თქვენ დაზღვეული გაქვთ საკუთარი ჯანმრთელობა.

ცნობილი ფაქტია, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა ძვირადღირებული სიამოვნებაა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შეძენით თქვენთვის, ეს სიამოვნება შეღავათიან ფასებში იქნება ხელმისაწვდომი.

დაზღვევის სხვა (არანაკლებ მნიშვნელოვანი) მიზეზები

სიმშვიდის გარანტიის გარდა, დაზღვევას შეუძლია, თავიდან აგარიდოთ ისეთი უსიამოვნებები როგორიცაა:

ფულადი დანაზოგის დაკარგვა

წარმოიდგინეთ, რომ ყოველთვიურად რაღაც კონკრეტულ თანხას დებთ რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, (საოცნებო მოგზაურობა, აგარაკი თუ რაიმე ძვირადღირებული ნივთი) და ისეთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ, როგორიცაა სტიქიური უბედურება, ავარია ან ავადმყოფობა, თქვენი ფულადი დანაზოგი პრობლემის მოგვარებისკენ გადაამისამართა.

ეს სიტუაცია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ერთი პრობლემის მოგვარება, სხვა პრობლემის შექმნის ხარჯზე, რადგან თქვენ რჩებით იმ თანხის გარეშე, რომელსაც კონკრეტული მიზნისთვის აგროვებდით ანუ ამ მიზნის მიღწევა კიდევ უფრო შორეული მომავლისთვის გადაიდო.

აღნიშნული მდგომარება არ ემუქრება მათ, ვინც სარგებლობს სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით და წინასწარ აქვს მოგვარებული ყველა შესაძლო პრობლემა.

მოკლედ, რომ ვთქვათ, დაზღვევა საშუალებას გაძლევთ, რომ არ გადაუხვიოთ თქვენი გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი მიზნებისკენ მიმავალი გზიდან.

ვალის აღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩენა

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მიერ უკონტროლო შემთხვევის გამო, თქვენს ცხოვრებაში გაჩნდა ფინანსური ვალდებულება, რომლის შესრულებისთვის საჭირო თანხაც უბრალოდ არ გაგაჩნიათ.

მარტივი მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც თქვენ სხვისი ქონება ან ჯანმრთელობა დააზიანეთ.

ვის მოუწევს ამ ზარალის ანაზღაურება? რა თქმა უნდა თქვენ და თუ ამ ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო თანხა არ გაგაჩნიათ, მოგიწევთ სესხის აღება.

აღნიშნული მიზნით, ფულის სესხების აუცილებლობისგან, თავისუფალია დაზღვეული ადამიანი, რადგან მის ფინანსურ ვალდებულებებს, საკუთარ თავზე იღებს სადაზღვევო კომპანია.

სესხისა და ვალების თემის გაგრძელება გახლავთ ჩვენი სტატიის ფინალური ნაწილიც, რადგან გიამბობთ კრედიტის საშუალებით შეძენილი პროდუქტების დაზღვევის აუცილებლობაზე.

დაზღვევა და საკრედიტო ვალდებულებები

დღეისათვის ძალზედ პოპულარი გახლავთ სახლის, აგარაკის, ავტომობილისა და სხვა ნივთების კრედიტის საშუალებით შეძენა.

ადამიანები სესხების მეშვეობით ყიდულობენ იმ პროდუქტებს, რომელთა შესაძენი თანხაც არ აქვთ და ნელ -ნელა იხდიან შენაძენის საფასურს ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში.

ასეთი ადამიანებისთვის დაზღვევა გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროდუქტი. რატომ?

უბრალოდ წარმოიდგინეთ, კრედიტით ნაყიდი ავტომობილის დამტვრევის ან იპოტეკით დატვირთული სახლისა და აგარაკის დანგრევის შემთხვევაში, თქვენ აღარ გყავთ მანქანა ან აღარ გაქვთ საცხოვრებელი ფართი, მაგრამ ბანკისთვის ვალის დაბრუნება მაინც გიწევთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, კრედიტის საშუალებით შეძენილი პროდუქტებისთვის დაზღვევა ორმაგად აუცილებელია.

2018-04-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?