კვირის რჩევები
5 ლარად შეიძლება იყიდო 1 კოლოფი სიგარეტი და მერე 20-ჯერ მოგიწიოს ქუჩაში გასვლა მოსაწევად. ათასი მეგაბაიტი მობილური ინტერნეტის შეძენა და მერე რეალურ სამყაროზე დაკვირვების ნავლად, ფეისბუქის დაუსრულებლად სქროლვაც შეიძლება. 5 ლარად ვერ შეჭამ გემრიელ ჰამბურგერს და ვერც ხაჭაპურს, მაგრამ მოახერხებ, რომ იყიდო: 1 კილო პომიდორი, 1 კილო კიტრი, 1 კილო კარტოფილი, 1 პური, 1 ბოთლი კოკა -კოლა და თავად მოამზადო სადილი, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. 5 ლარად შეიძლება 10 -ჯერ იმგზავრო ავტობუსით ან 6 -ჯერ სამარშუტო ტაქსით. მეტროთიც იმგზავრებ 10 -ჯერ, თუ რა თქმა უნდა, მემანქანეები გაფიცულები არ არიან. 5 ლარად ვერ წახვალ თეატრში, ვერც კონცერტზე და ვერც კლუბში. უფრო მეტიც, თუ თბილისის 3 უბანზე მეტი გაქვს გასავლელი, ამ თანხით, ტაქსით, თეატრის შენობამდეც კი ვერ მიხვალ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, საქართველოში, 5 ლარი ძალიან მცირე თანხაა, ავტომობილის საწვავსაც კი ვერ იყიდი იმდენს, რომ მნიშვნელოვანი მანძილის დაფარვას ეყოს, თუმცა 5 ლარად იგივე ავტომობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთის გაკეთება შეგიძლია. ნუ გაგიკვირდებათ და ნუ გეგონებათ, რომ „დაშლილებში“ ვიზიტს და იქ ავტომობილის ახალი სარკეების შეძენას გთავაზობთ, კარგად ვიცი, ამ ფულით „დაშლილებშიც“ კი ვერ „იშოპინგებ“, თუმცა 5 ლარად შეგიძლია შეიძინო სერვისი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ „დაშლილებში“ სიარულს თავიდან აგარიდებს. ალბათ მიხვდი, დაზღვევაზე ვსაუბრობ და გიკვირს ფასი, გგონია რაღაც მეშლება, არადა ეს აბსოლუტური რეალობაა, დაზღვევა უკვე აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. სწორედ 5 ლარი ღირს მძღოლების ერთ -ერთი ყველაზე უფრო დიდი კოშმარის, სხვისი ქონების დაზიანების შედეგად დაკისრებული ვალდებულებებისთვის, თავის არიდება. ამისთვის კი საკმარისია, შეიძინოთ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. აღნიშნული პოლისის მფლობელების მიერ დაზიანებული სხვისი ავტომობილის, სხვისი ქონებისა და სხვისი ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს სადაზღვევო კომპანია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის 5 ლარიან პოლისს ფლობთ, სადაზღვევო კომპანია თქვენს ნაცვლად აანაზღაურებს, თქვენს მიერ მიყენებულ 5 ათას ლარიან ზარალს. თუ საკუთარი თავის დაზღვევა უფრო დიდი ზარალის ხარჯების ანაზღაურებისგანაც გსურთ, თქვენ მოგიწევთ ოდნავ უფრო ძვირადღირებული პაკეტის შეძენა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოდნავ ძვირი მართლაც ოდნავ ძვირს ნიშნავს, რადგან ქართულ ბაზარზე, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის ყველაზე მაღალ ფასიანი პაკეტი სულ რაღაც 12 ლარი ღირს. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ზარალის ანაზღაურება ხდება მაშინაც კი თუ ავტომობილს მართავდა არა მფლობელი, არამედ ვინმე სხვა. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რაც სადაზღვევო კომპანიის ოფისში ვიზიტს აგარიდებთ თავიდან. და ბოლოს, გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობასა და თქვენს კუთვნილებაში არსებული ყოველი 5 ლარის გონივრულად ხარჯვას.
კვირის რჩევები
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად!   1 კვირაა, მეზობლის კონდიციონერიდან წყალი ისხმება აივანზე. რამდენჯერაც ავვარდი, სახლში არ დამხვდა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი და ამ წვეთ-წვეთად დაგროვებულ გაბრაზებას, ერთიანად დავატეხ თავზე, სადაც დავიჭერ. ორმაგად მედება ალები, როცა წარმოვიდგენ, რომ ეს დაუდევარი ზედა მეზობელი ერთხელაც აბაზანაში წყალს დატოვებს ღიად და ჩამომივა. მერე თვალწინ გადამეშლება ჩემი ტკბილ-მწარე პროცესი რემონტის, მუშებთან ჩხუბი, ვაჭრობა ფასებზე, ელიავაზე გათენებები და საბოლოოდ, თვალსა და ხელს შუა გამოძერწილი სახლი, თეთრი კარკასიდან ამ მყუდრო გარემომდე. და უცებ, ვიღაც მეზობლის გამო, წყალში უნდა ჩამეყაროს? მერე რას ვაკეთებ? ავდივარ და ვყვირი. ვითხოვ, რომ გამირემონტოს, სასწრაფოდ! ვაი და ფული არ ჰქონდეს? ველოდო? დისკომფორტი შევიქმნა? რისთვის, ან ვისთვის? ჩემი საკრედიტო ექსპერტობის პერიოდი მახსენდება, როცა ყველა იპოთეკარს, სესხისთვის დაგირავებულ ბინას ვუზღვევდი, ერთ პროცენტზე ნაკლებად. ჰოდა, თუ ასე იაფია - რა პრობლემაა? გუგლი ჩემი მხსნელია, როგორც ყოველთვის. ტოპ ოფ მაინდში, გინდა არ გინდა -ჯიპიაი მაქვს, ალბათ დღემდე ტკბილად მახსოვს, რა სწრაფად მინაზღაურდებოდა მანქანაზე მიღებული ზარალი და ისიც, საყვარელი მენეჯერი, სამსახურში რომ მაკითხავდა სამოგზაურო დაზღვევის გასაკეთებლად. და პრობლემაც გადაჭრილია, პოლისი კომფორტი: მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა დაზღვეულია, ვერაფერი ჩამიშლის რემონტს მოგებაშიც შეიძლება დარჩე, თუ მოძველდება რემონტი - ნეტა ჩამოგიშვას ვინმემ წყალი, განაახლებინებ და მოგებულიც დარჩები გათბობის სისტემის დაზიანებასაც ეშველება და არც იმის რისკი გაქვს, რომ შუა ზამთარში გაიყინო მეზობელი არაფერ შუაშიც ხომ არ იყოს და სეტყვამ, წვიმამ თუ ქარმა დაგაზიანოს - ბუნებასაც ებრძვი დაზღვევის დახმარებით კრიმინალი გაიზარდაო და ჰა, ქურდობისგანაც გაზღვევს ხანძარიც და მსგავსი ამბებიც მესამე პირის ბოროტი ქმედებაც. მეეჭვება, ვინმემ მეცამეტე სართულზე ქვა მესროლოს, მაგრამ მტრების მეტი რა მყავს? :) ტექნიკასაც ეხება, რა იცი რა მიზეზით გამოდის მწყობრიდან და ათი ლარიდან თვეშიო, ათი ჰო, ათი, ათი :) ნუ მეათე მიზეზიც მოიძებნებოდა, მაგრამ დამრგვალებული რიცხვები თუ ციფრები ყოველთვის მეგოიმებოდა, ჰოდა იყოს ორიგინალურად ეს ცხრა და სხვა    
კვირის რჩევები
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება   ამასწინათ, ერთი გოგონას წერილი წავიკითხე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა... პარალელურად, ხშირად შემხვედრია პოსტები იმ ხალხზე, რომლებსაც ამ კუთხით დახმარება სჭირდებათ, აგროვებენ თანხებს და ა.შ. ხშირად მიფიქრია, რომ არაფრის მეშინია, ხალხი ჰეპატიტითაც ცხოვრიბს, აივ ინფექციითაც, აი სიმსივნეს ვერ მოვუძებნე გამოსავალი. თუმცა როგორ არ... მეორე დღესვე გაყიდი ქონების ნაწილს და დაიწყებ ბრძოლას. სხვა ქონებასაც მიაყოლებ და თუ არაფერი შველის - ცხოვრების დარჩენილი წლებით დატკბები, გაცილებით უფრო ხარისხიანად და ოპერატიულად. მაგრამ რა გინდა გააკეთო, როცა არც ქონებები გაქვს შესაბამისი და არც არავის დახმარების იმედი. ან თუნდაც გქონდეს, მთელი ცხოვრების ნაგროვები და ნალოლიავები - ამ ბოროტ დაავადებას რატომ უნდა შესწირო?! ჰოდა, ამასწინათ დავგუგლე და ჯიპიაის საიტზე ონკო ქეარი ვიპოვე, რაც სწორედ ამ დაავადებისგან გიცავს, ანუ დაავადების აღმოჩენის შემთვევაში გაძლევს ფულს, რომელსაც როგორც გინდა ისე გამოიყენებ და ორმაგად მოგებული რჩები: თუ ტყუილად „ყრი“ თანხას, ნიშნავს, რომ არასდროს დაგემართება და ალალი იყოს ეს თანხა :) თუ რამე მოხდება - ას ორმოცდაათი ათასს გაძლევენ, რომელსაც რაშიც გინდა იმაში გამოიყენებ. მხოლოდ მკურნალობას არ ეხება ეს ყველაფერი, ნებისმიერი სხვა მიზანიც შეგიძლია ჩააქსოვო და ბოლოს, თვეში 4 ლარიდან იწყება, რაც ნამდვილად ღირს სიმშვიდის სანაცვლოდ უნიკალური ხარ, ადამიანების იმ იშვიათ ნაწილს მიეკუთვნები, ვინც ასეთი კეთილგონიერება გამოიჩინა და ყველა რისკი დააზღვია ამ პაკეტით ქველმოქმედებასაც ჩაიდენ, პირველი რაღაც რაოდენობიდან შემოსული თანხები, სრულად გადაეცემა ორგანიზაცია „ჰერას“, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში... ამასწინათ, ჩემს მდგმურს ვებაასებოდი, რომელიც ნიდერლანდებიდან არის და ჩემდა გასაოცრად, ბევრი სასარგებლო რამ გავიგე, ბაქტერიოფაგების შესახებ. რომ იქ მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ და აქ ჩამოვიდა, გარკვეული პროცესების ჩასატარებლად. ისიც მომიყვა, რომ მის ქვეყანაში ყოველ მეათე ქალს ძუძუს კიბო აქვს და მათი დიდი ნაწილი დაზღვეულია. და რომ ჯანმრთელობაც ყველას დაზღვეული აქვს და არც იცის, საავაფმყოფოში ამა თუ იმ ანალიზებზე რა ფასებია. ჰოდა, ნუ გადავდებთ სიმშვიდის უზრუნველყოფას ხვალისთვის. ნაკლები სტრესი, ნაკლები დაავადების გარანტორია, ჰოდა ჩვენს „დაკარგულ“ 4-4 ლარებს ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ჯანმრთელობას გისურვებთ!    
კვირის რჩევები
წაიკითხავდით,  ბოლო წლების სტატისტიკას, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის. ნუ, თუ არ წაიკითხავდით, შენიშნავდით მაინც... ჰოდა რას მოვაყოლე... ხშირად, ქვეყნებში შიდა ტურების დაგეგმვა, ჩამოსვლის შემდეგ ჯობს, რაკი ონლაინ ადგილობრივ კომპანიებზე რთულია დეტალური ინფორმაციის მოძიება, მათი სანდოობის გამორკვევა და ა.შ. ჩახვალ, შეირბენ რომელიმე ტურისტულ ქუჩაზე და ეგ არის. ძირითად შემთხვევებში, ბედს ხარ მინდობილი. სულ ხუთი დღით ჩახვედი, ტური იყიდე, ხვალ მთელი დღე უნდა გაატარო ამ ამბებში და ჰოპ - კომპანია ტურს აუქმებს, შენ კიდევ ხუთი დღიდან როცა ერთი ან უფრო ცუდ შემთხვევაში მეტი დღე გიუქმდება, არც ისე სახარბიელო დღეში ხარ. პრობლემები ხშირია: შეიძლება შენი ფრენა გადაიდოს. ერთი შეხედვით გადაიდო და ჰა, თუმცა თუ ჩავუღმავდებით, აი მანდ ხდება უბედურება. სექტემბერში მაქვს ფრენა ქუთაისიდან ბარსელონაში, საიდანაც 9 საათში მაროკოში უნდა გადავფრინდე. საკმარისია ეს ფრენა გაუქმდეს და მეორე დღეს მომიწიოს, მე მაროკოს ფრენის ბილეთების მიუქმდება, რაკი ვაგვიანებ, სასტუმროებიც მრჩება ჰაერში, ახლიდან მიწევს ბარსელონაში ხარჯების გაღება და თან იმ ბარსელონაში, სადაც უკვე მეხუთედ მივდივარ. ვფიქრობ, ნეტა დამეზღვია. შეიძლება ბოლო წამს, სასტუმრომ მოგწეროს, რომ რაღაც ფორსმაჟორის გამო ვეღარ ახერხებს შენს მიღებას. ორი დღეღა დაგრჩა, ათასი საქმე, ყველაფერი, რაც კარგია დაჯავშნილია, ფულს კი მიბრუნებს, მაგრამ ახლა რაღა ვიშოვო, ან სად?! კიდევ ერთი შარია, კიდევ ვფიქრობ, ნეტა ეგეც დამეზღვია! ადგილობრივი ტური აიღე, გადაგაგდეს, აი როგორც ტაქსი გთხოვს აეროპორტში 17 ლარიან გზაზე 60 და 80 ლარს, მიდი და სდიე აბა, უცხო ქვეყანაში, ან თუნდაც იპოვო, დაკარგულ ბედნიერ წუთებს, ნანატრი შვებულებისას ვინ აგინაზღაურებს? არც არავინ, გარდა სადაზღვევო კომპანიისა :) ჩემი, ეარბიენბიზე გაქირავებული ბინებიდან და ასევე, იმ სტუმრებისგან, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად ვიკვეთებით, გასართობ ადგილებში - მცირე სტატისტიკური მოკვლევა გავაკეთე: ევროპიდან, ამერიკიდან და მსგავსი ქვეყნებიდან ჩამოსულთა აბსოლოტური უმრავლესობა დაზღვეულია ყველა აზღვევს ფრენას, ტურს, ა.შ. სამოგზაურო დაზღვევის გარეშე მოგზაურობა ვერც კი წარმოუდგენიათ ბარგიც დაზღვეული აქვთ, რამდენიმე მათგანს პრაქტიკაც ჰქონია, რომ ბარგი დაკარგულა, ან დაგვიანებულა და მთელი დასვენების პერიოდი, რაც ეცვათ იმას პლუს უცებ ნაყიდი ტანსაცმლით გაუტარებიათ ისინიც კი, ვინც უცხო ხალხთან რჩებიან, კარვებში ათენებენ და სათავგადასავლო ცხოვრების წესს აწვებიან, აუცილებლად ყიდულობენ დაზღვევას, მინიმალურ პაკეტს მაინც. მეც სულ მიკვირდა, რატომ იყვნენ ასე მშვიდად ყველაფერზე და მე რატომ ვღელავდი ამდენ რამეზე. გამოსავალი ნაპოვნია. აქა მშვიდობა!
კვირის რჩევები
მე 7 წლის მძღოლი ვარ, თითქმის არ მქონია შემთხვევა, რამე პრობლემა შემქმნოდა და ლოგიკურად, თქვენი აზრით, ალბათ არც მჭირდება დაზღევა და ეს წყალში გადაყრილი ფულია. თქვენ ცდებით. თან ძალიან... პუნქტებად რომ ჩამოვწეროთ, მიზეზები, რა საჭიროა დაზღვევა - მგონი სასარგებლო იქნება... თითსაც გავაყოლებთ და გადაწყვეტილებასაც შედარებით ოპტიმალურს მივიღებთ. მაშ ასე: 1. შეიძლება შენ კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ შენზე უკეთესებსაც შეიძლება დაემართოს რაღაც ისეთი... თავადაც რომ დაზიანდეს, სხვაც რომ დააზიანოს, ა.შ. დაზღვევისაც უფრო მშვიდია ცხოვრება 2. შეიძლება შენ კარგი მძღოლი ხარ, გავმეორდეთ, მაგრამ ქალაქში ძალიან ბევრი ცუდი მძღოლიც დადის, რომლებმაც მოულოდნელად შეიძლება რამე დაგვმართონ 3. როცა ვინმე დაგარტყამს და უნდა გააკეთებინო, თავიდან ბოლომდე მის სინდის-ნამუსზე ხარ დამოკიდებული, ან უნდა „ეკაჩაო“, ან ატეხო ამბები... ამ შემთხვევაში, შენს ნაცვლად სადაზღვევო, ვთქვათ ჯიპიაი „ეკაჩავება“ და შენც მშვიდად ელი თანხას 4. ხანდახან ყველა მძღოლი საყვარელია, მაგრამ დედა ბუნებაა ბოროტი, მაგალითად სეტყვით გვაზიანებს, ან რამე სხვა უბედურებით 5. ვანდალიზმიც ცუდი ამბავია, პარკინგზეც შეიძლება ვინმე გეხახუნოს, მოდი და ეძებე 6. მილიონი სხვა ამბავიც შეიძლება იყოს. ერთხელ, წოდორეთში სარკეები მომეყინა, მეჩქარებოდა და არ დაველოდე გალღობას, ჰოდა ასე აღმოვჩნდი ნახევრად ხევში. ბევრი ვლოცე ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ დაორგანიზებული ევაკუატორი, ბედნიერად რომ წამოიყვანა ჩემი დაჩაგრული და დაზარალებული მანქანა, რომელიც ადამიანივით მიყვარს. 7. მანქანა ძვირი სიამოვნებაა, მისი ელემენტარული დაზიანებაც კი მნიშვნელოვან ხარჯებთან შეიძლება იყოს კავშირში. დაზღვევა გვაზღვევს. 8. არგუმენტის გამყარების მიზნით შეგვიძლია ევროპასთანაც გავავლოთ პარალელი. ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში, დაუზღვეველი მანქანით გადაადგილება საერთოდ აკრძალულია, თქვენი აზრით რატომ? დიახ, იმიტომ. და ბოლოს, ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ, უფრო ნათლად რომ შეგიქმნათ წარმოდგენა ამ ყველაფერზე... ორი წელი ვიხდიდი ჩემი ახალი მანქანის დაზღვევის თანხას ჯიპიაიში. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არაფერი მომხდარა, გარდა იმ წოდორეთის ინციდენტისა, ჰოდა ჩავთვალე, რომ მორჩა, გავიზარდე და დაზღვევა არაფერში მჭირდება. შედეგი მარტივი იყო: პოლისის ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ განვაახლე. დაუზღვევლობიდან ზუსტად ორი კვირის თავზე, მანქანა „ზადნით“ გამომყავდა პარკინგიდან წერეთელზე, როცა საყვარელ ორსულ გოგონას შევაჯექი. კი შემოვირტყი თავში, მაგრამ გვიანი იყო. ორ თვეში, ვაკე-საბურთალოს ე.წ. ახალ გზაზე, მოხუცი კაცი გამეხახუნა და სამახსოვროდ მსუქანი ზოლიც დამიტოვა. როცა გადმოვუხტი, სამი შვილი მყავს გარდაცვლილი და რა ნამუსით უნდა დარეკო პატრულშიო. იმ მომენტის გადმოსახედიდან ჩემმა - ჰუმანურობამ, ამ გადმოსახედიდან სიბრიყვემ გაიმარჯვა და ეს ხარჯიც მე შემეტენა. მას შემდეგ, დაზღვეული ვარ, აწ და მარადის.
კვირის რჩევები
ხშირად მომისმენია, გარშემომყოფებისგან: ამ ქვეყანაში საზღვარი რომ გადავკვეთოთ, დაზღვევა აუცილებელია? არა, არ ითხოვენ უი რა კარგია, აღარ მომიწევს გაკეთება ერთი შეხედვით სიზარმაცე, მეორე შეხედვით დაუდევრობა და საერთო ჯამში, უაზრო რისკი, სულ რაღაც 5 ლარის და 15 წუთის დაზოგვის გამო... პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, გთავაზობთ 8 მიზეზს, რატომ უნდა გააკეთოთ დაზღვევა აუცილებლად, მოგზაურობის დაწყებამდე: ზოგ ქვეყანაში აუცილებელი მოთხოვნა არ არის, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რა იცით რა დროს შეიცვლება რეგულაციები, ან რა ხასიათზე მყოფი მესაზღვრე შეგხვდებათ? დაზღვევა დღეში 1 ლარიდან იწყება, 1 კვირით წასვლის შემთხვევაში 7 ლარი, ამ დანაზოგის გამო რისკავთ? ქამ ონ! 1. დაზღევა ონლაინაც კეთდება, ჩაბარდა წარსულს დრო, უახლოეს ფილიალამდე რომ უნდა მისულიყავით, მერე რიგში მდგარიყავით და ქაღალდები გეფრიალებინათ. შედით მაგალითად ჯიპიაი ჰოლდინგის საიტზე და მალევე გაერკვევით 2. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სამედიცინო დახმარება ძალიან ძვირია, აზიის ბევრ ქვეყანაში - პირველივე სამედიცინო პუნქტში თუ შებოდიალდებით, საკმაოდ რისკიანი, ჰოდა გქონდეთ თავი ქუდში 3. სამოგზაურო დაზღვევა უბედური შემთხვევის დროს, თქვენს უფასო „ტრანსპორტირებასაც“ გულისხმობს, ნუ ცუდზე არ ვიფიქროთ, მაგრამ ნურც იმას ვიტყვით, რომ ჩვენს შემდეგ წარღვნაც მოსულა :) 4. დაზღვევის დროს, თქვენს პრობლემებზე თქვენს ნაცვლად სხვები ზრუნავენ. ისედაც შეზღუდულია შვებულებები, შესაბამისად, მოგზაურობის დღეები, რაღაზე უნდა დაკარგოთ დრო კიდევ რამის გარკვევაში? 5. ბარგი - პანტა-პუნტით რომ იკარგება, ან ზიანდება, ან კიდევ რავიცი. ბარგის დაზღვევას მონიშნავთ და ამ კუთხითაც მშვიდად ხართ. არ გეწყებათ პანიკა, როცა იმ „მოტრიალე“ რაღაცაზე თქვენს ბარგს ვერა და ვერ ხედავთ, არ მოვა და ნუ მოვა - ამინაზღაურება მაინც! 6. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, ვთქვათ უცებ მოგინდათ მეზობელ ქვეყანაში შერბენა, იმ ქვეყნიდან, სადაც მოგზაურობთ და დაზღვევა არ გჭირდებოდათ. აქაც მშვიდად ხართ, წინასწარვეა მოგვარებული ყველაფერი და ცხოვრებაც უფრო მშვენიერია, როცა ყველაფერი მარტივია. ჰოდა, დაივიწყეთ ეს უაზრო „ეკონომია“, არც დროს ზოგავთ ამით დიდად, თანხას მით უმეტეს და რეალურად საფრთხეში იგდებთ თავს. შედით საიტზე, ათი წუთი და რამდენიმე ლარიც მოგეძებნებათ და ეგ არის, იმოგზაურეთ მშვიდად, უსაფრთხოდ და ბედნიერად...
კვირის რჩევები
რა არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? ალბათ ამ სტატიის მკითხვეთა აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ. ჯანმრთელობის დაზღვევის სიკეთეებსა და მნიშვნელობაზე აქ აღარ ვისაუბრებ. მაგრამ თქვენი, მკირხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა შევაჩერო. ბევრს გონია, რომ თუ ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს, ეს ნიშნავს რომ ყოველთვის, ნებისმიერი ღირებულების, ყველა სამედიცინო სერვისი უნდა უნაზღაურდეს ან დაეფაროს. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. დაზღვევაში არსებობს ასეთი ტრემინი - "გამონაკლისი", რაც ნიშნავს იმ სამედიცინო ჩვენებას, რომელიც არ იფარება ან ანაზღაურდება დაზღვევით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი კონკრეტული სამედიცინო ჩვენებისთვის ეზღვევა და ამ დროს მისი სადაზღვევო პოლისი მას არ ფარავს, რაც მის, კარგ შემთხვევაში, გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ უსიამოვნო მოულოდნელობებისა და გაუგებრობებისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გამონაკლისებს მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევა და რატომ. ზოგადად, ყველა სადაზღვევო კომპანიის პოლისებში გამონაკლისები თითქმის ერთნაირია, ამიტომ ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას იმ 7 გამონაკლისის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიის დაზღვევას შეიძენთ: დაზღვევამდე არსებული დაავადებები - სადაზღვევო კომპანიების შეთავაზბებში, რეკლამებში, ხშირად მოისმენთ, რომ ესა თუ ის პოლისი ფარავს პირობითად, სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ხარჯებს. დიახ, ეს ასეც იქნება, მაგრამ იმ პირობით თუ სიმსივნის დიაგნოზი დაზღვევის შემდეგ დაისვა. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის, სიმსივნე რომ მაქვს მაგიტომ მინდა დაზღვევა, ჯანმრთელი რატომ დავეზღვევიო... სწორედ ამაშია საქმე... სამწუხაროდ, ტენდენციურია ის ფაქტი, რომ ბევრს დაზღვევა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა უკვე დაუდგინდა დაავადება. განვიხილოთ 1 შემთხვევა: საშუალო ასაკის პაციენტს, რომელსაც დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, სამკურნალოდ სჭირდება 10 000₾. მან გადაწყვიტა შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევა, რათა ეს ხარჯი სადაზღვევომ დაუფაროს. მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ამ ადამიანმა საუკეთესო სადაზღვევო პოლისში წლიურად გადაიხადოს 1100-1200 ლარია. ანუ გამოდის, რომ 1200 ლარად უნდა მიიღოს 10 000 ლარიანი მომსახურება. ძალიან კარგი იქნებდა ასე რომ ხდებოდეს, მაგრამ სამსართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ეს დაზღვევა კი არა უკვე ქველმოქმედებაა. რა თქმა უნდა, სადაზღვვო კომპანია მას ამ შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს არ აუნაზღაურებს. მას რომ მანამდე გახსენებოდა და ეფიქრა, (რაც ცხადია რთული წარმოსადგენია ყველასთვის) რომ ოდესმე შეიძლება დასჭირდეს რაიმე სახის სამედიცინო დახმარება (ეს კი ხარჯებთან არის აუცილებლად დაკავშირებული) და მანამდე შეეძინა დაზღვევა, მას ამ დაავადების მკურნალობის ხარჯები აუცილებლად დაეფარებოდა. დაზღვევის პრინციპიც ხომ ის არის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაიზღვიო თავი. ორსულობა-მშობიარობა - ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში, ორსულობა - მშობიარობა  იფარება დაზღვევიდან მხოლოდ 24 თვის გასვლის შემდეგ. ანუ გამოდის რომ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში უწყვეტად 2 წლის განმავლობაში უნდა იყო დაზღვეული, რომ მესამე წლიდან ორსულობა-მშობიარობის ხარჯები დაიფაროს. ამ ფაქტს არაერთი დაზღვეულის აღშფოთება გამოუწვევია. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, ვთქვათ 30 წლის მარიამი ორსულადაა, ან აპირებს ბავშვის გაჩენას და იცის, რომ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გართულების გარეშე მიმდინარე მხოლოდ ორსულობა 9 თვის განმავლობაში მინიმუმ 1500 ლარი ჯდება, ამას დავუმატოთ მშობიარობა, თუ მარიამს ექიმის აყვანა უნდა ვიპ პალატასთან და გაუტკივარებით მშობიარობასთან ერთად, ეს თანხა გაცილებით მაღალია. ამიტომ მარიამმა გადაწყვიტა, რაღა მე გადავიხადო, ვიყიდი დაზღვევას და სადაზღვევო დამიფარავსო. ნახა სადაზღვევო პოლისები და თვეში 55-60 ლარის ფარგლებში მშვენიერი სადაზღვევო პაკეტი შეარჩია, რაც წელიწადში 660-720 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩნდება რიტორიკული კითხვა, რომელი სადაზრვევო კომპანია აანაზღაურებს იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც 1500-3000 ლარის ფარგლებში ჯდება? როცა დაზღვეული ამაში წელიწადში 720 ლარის იხდის, მაშინ როცა მაღალია რისკი იმისა რომ დაზღვეული როგორც კი მიიღებს მომსახურებას და ხარჯები დაეფარება, აღარ მოისურვებს თანხის გადახდას და გააუქმებს დაზღვევას? სწორედ ამიტომ მოქმედებს 24 თვიანი მოცდის პერიოდი ორსულობა-მშობიარობაზე ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში. თუმცა კორპორატიულ დაზღვევაში უმეტესწილად, ორსულობა-მშობიარობა დაზღვევის ამოქმედებისთანავე იფარება. გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება ანუ გეგმიური ოპერაციები - ასევე გამონაკლისია ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევაში და აქაც მოცდის პეიოდი ვრცელდება. მიზეზი იგივეა, რაც ორსულობა-მშობიარობის შემთხვევაში განვიხილეთ. აქაც მოქმედებს დაზღვევის მთავარი პრინციპი - დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაა.     4. პლასტიკური ქირურგია - ესთეტიკური დანიშნულების არც ერთი მომსახურება, მით უფრო ქირურგია არ იფარება დაზღვევით, თუმცა         სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებს ბენეფიტების სახით ხშირად სთვაზობენ  პარტნიორ ესთეტიკურ კლინიკებში ფასდაკლებებს. ვენერიული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - აღსანიშნავია, რომ ვიწრო სპეციალისტთან ვიზიტი ამა თუ იმ დაავადების დასადგენად, ცხადია იფარება დაზღვევით, მაგრამ თუ ისეთი სამედიცინო ჩვენება დადგინდა, რომელიც გამონაკლისშია დაზღვევით, მაგალითად აივ ინფექცია, მისი მკურნალობის ხარჯები აღარ დაიფარება. თუმცა არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ამა თუ იმ ვენერიული დაავადებების მკურნალობას უზრუნველყოფს.     6. ვაქცინაცია - დაზღვევა არ ფარავს ვაქცინაციის ხარჯებს გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, როგორიცაა ანტირაბიული ანუ ცოფის საწინააღმდეგო ან ანტიტეტანური შრატი. გეგმიური აცრები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ვიტამინები - ვიტამინების ჯგუფის ყველა მედიკამენტი გამონაკლისშია. ვიტამინები არ გამოიყენება კონკრეტული დაავადების, ჩვენების სამკურნალოდ, მას აქვს გამაჯანსაღებელი, იმუნიტეტეის გამაძლიერებლის დანიშნულება, ამიტომ დაზღვევა მის ხარჯებს არ ფარავს.   ასე, რომ გაითვალისწინეთ ეს ძირითადი გამონაკლისები დაზღვევის შეძენისას და გირჩევთ, ნუ გაიხსენებთ დაზღვევას მხოლოდ პოსტ ფაქტუმ.
ახალი პოსტები
რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?
მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურება
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება