რა დაჯდა "ტიტანიკის" კატასტროფა

სადაზღვევო ბაზარი სულ უფრო ფართოვდება და სადაზღვევო კომპანიებიც ცდილობენ, პროდუქტების უფრო ფართო სპექტრი შესთავაზონ მომხმარებლებს. დღევანდელ დღეს, ფაქტობრივად ყველაფრის დაზღვევა არის შესაძლებელი, უძრავი ქონების, თქვენს საკუთრებაში არსებული პირუტყვის, ხელფასის, სხეულის ნაწილების თუ სხვადასხვა რისკების, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიზნესთან, რომელსაც აწარმოებთ ან სხვა მრავალი.

ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო პრემიების მოცულობაც, რომელმაც შვეიცარული შემფასებელი კომპანიის Swiss Appraisal-ის მონაცემებით, 4.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ყველაზე მნიშვნელოვანი წილი ამ მხრივ აშშ-ზე მოდის, სადაც დაზღვეულებს 1.5 ტრილიონ დოლარს უნაზღაურებენ წელიწადში. 30%-ით ნაკლებია სადაზღვევო კომპანიების დანახარჯი ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

აშშ-ში ყველაზე მოცულობითი სადაზღვევო კომპენსაცია გაიცა ამერიკული ბანკის Lehman Brothers-ის ბანკროტად გამოცხადების შემდეგ, 2007 წელს. მისი ზარალი ანაზღაურდა 100 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზეა ქარიშხალი კატრინასგან მიყენებული ზარალის კომპენსაცია 41 მილიარდი დოლარით. ხოლო მესამეზე, ნიუ იორკის ცხობილი ტერაქტი 9/11, რომელიც 40 მილიარდი დოლარით აზანღაურდა.

თუმცა, აშშ-ში გაცემულ სადაზღვევო კომპენსაციებს არც იაპონია ჩამორჩა. ჩერნობილში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატარასტროფა მოხდა იაპონიაში 2011 წელს. ფუკუსიმაზე მომხდარი ბირთვული აფეთქების შედეგად ეკონომიკურმა ზარალმა 350 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაცემული კომპენსაციების მოცულობამ კი 41 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის გარდა, ბირთვულ სადგურ „ფუკუსიმა 1-ზე“ მომუშავე ოპერატორებისთვის კიდევ 1 მილიარდი დოლარის სადაზღვევო კომპენსაცია გაიცა.

სიცოცხლის დაზღვევის ყველაზე მსხვილი ანგარიშსწორება კანადაში დაფიქსირდა ჯორჯ მიულერის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, 1971 წელს. მიულერი ხულიგნებისგან იცავდა თავის რანჩოს, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა. რიგითი ფერმერის სიცოცხლე სადაზღვევო კომპანიების მიერ 14 მილიონ კანადურ დოლარად იქნა შეფასებული, რაც მცირედით ჩამოუვარდება ამერიკული დოლარის ფასს. თუმცა ადამიანთა დიდი ნაწილი, ხშირად მაინც უარს ამბობს სიცოცხლის დაზღვევაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა, სამწუხაროდ ჩვენ აღარ გვერგება. ჩვენს ახლობლებს კი, მაგალითად 14 მილიონი, თუნდაც კანადური დოლარი, საგრძნობლად შეუმსუბუქებდა ჩვენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს.

 

დაზღვევის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა იყო ყველასათვის ცნობილი გემი „ტიტანიკი“. ხომალდის აგება იმ დროისათვის 7.5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ამის მიუხედავად, ის მხოლოდ 5 მილიონ დოლარად დააზღვიეს 70-ზე მეტ სადაზღვევო კომპანიაში. კატასტროფის შემდეგ ანაზღაურებამ 12 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მაშინ, ინფლაციის გათვალისწინებით არნახულ თანხას წარმოადგენდა.

„ტიტანიკთან“ ბევრი სხვადასხვა მითია დაკავშირებული, რომელიც შეიქმნა გემის მშენებლობის დაწყებამდეც კი. ყოვლისშემძლე ტექნოლოგიური პროგრესი ბრწყინვალე ნიმუში, რომელსაც ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია, ასეთი იყო მოლოდინები ტიტანიკის მიმართ. თუმცა, მისმა კატასტროფამ კიდევ ერთხელ ცხადყო რომ ასეთი დიადი წამოწყებაც კი განწირულია თუ მას ბუნება დაუპირისპირდა. კიდევ ერთი მითი, რომელიც ტიტანიკთან ერთად დასამარდა, მსოფლიო სადაზღვევო ბაზრის გიგანტების შესაძლებლობებს უკავშირდება, რომლებსაც თითქოსდა უნდა ჰქონოდათ უნარი, წინასწარ განეჭვრიტათ რისკები, რათა ზარალი აეცილებინათ თავიდან. ტიტანიკის კატასტროფა ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ადამიანთა ტრაგედია, რომლებიც დაიღუპნენ გემზე, არამედ ასევე დასამახსოვრებელი იყო უსასრულოდ გაგრძელებული სასამართლო პროცესებით, რომელთაგან ზოგი დღემდე დაუსრულებელია.

სადაზღვევო კონტრაქტების საფუძველზე ანაზრაურდა წარმოიდგენელი მოცულობის ძვირფასეულობა, რომელიც გემზე იყო განთავსებული. ტიტანიკზე იყო 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოქრო, 5 მილიონი ბრილიანტი (1912 წლის ფასებით), მგზავრები პირადი ძვირფასეულობა, რომლებიც მილიონერებს წარმოადგენდნენ. ასევე გემზე იყო უნიკალური ისტორიულ-კულტურული ობიექტები: ომარ ხაიამის შეუფასებელი მანუსკრიპტი - „რუბაიათი“, ასევე ეგვიპტის ფარაონ ამენხოტეპ I-ის მმართველობის პერიოდის მუმია და უამრავი სხვა.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპენსაციას ადამიანთა სიცოცხლისთვის (მგაზრტა რიცხვი კი 1554 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან მხოლოდ 703 გადარჩა) სრულად ანაზრაურდა და ახლაც, 100-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ, გარდაცვლილთა ზოგიერთი ნათესავი ჯერ კიდევ იღებს სადაზღვევო თანხას.

ტიტანიკთან დაკავშირებულია ბევრი უცნაური დამთხვევა, რომელთაგან ერთ-ერთი უკავშირდება მანამდე თითქმის ყველასათვის უცნობი მწერლის მორგან რობეტრსონის 1898 წელს (ანუ, კატასტროფამდე 14 წლით ადრე) გამოცემულ წიგნს - „ამაოება“. ნაწარმოებში დეტალურად იყო აღწერილი ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად სუპერ-ლაინერის დაღუპვა. გემის სახელიც კი საეჭვოდ ემთხვევა, რომელსაც წიგნში „ტიტანი“ ერქვა.

არსებობს შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც გემის მფლობელებს სურდათ გაეთამაშებინათ კატასტროფა, რათა სადაზღვევო თანხა მიეღოთ. ამ ვერსიით მათ გეგმაში შედიოდა მგზავრების ევაკუაცია, გემის ჩაძირვა და კომპენსაციის მიღება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა. ჩანაფიქრის განსახორციელებლად დაიქირავეს კაპიტანი სმიტი, რომელიც განთქმული იყო თავისი ავანტურისტული ბუნებით, თუმცა საბოლოოდ მისი სიციცხლეც ტიტანიკზე დარჩა.

ასეა თუ ისე, ტიტანიკი რჩება დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრაგედიად, ხოლო მისთვის გაცემული სადაზღვევო კომპენსაცია კი ისტორიულ რეკორდად. თუმცა, ის ფაქტიც უცვლელია რომ ამ კატასტროფის შედეგად ბევრი ადამიანი საკმაოდ მოგებული დარჩა.

2018-04-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?