მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურება

მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურებები

 

დიახ... სამი თვის წინ გადავწყვიტე, რომ ჯიპიაის დაზღვევა, რომელმაც ძალიან მასიამოვნა რამდენჯერმე, ასე უმადურად მომესროლა სანაგვეზე.

მიზეზიც გაინტერესებთ ალბათ:

მანქანის გაყიდვა გადავწყვიტე და როცა ახალს ვიყიდი, იმას დავაზღვევმეთქი.

დაზღვევის ღმერთები ამისთვის გამიწყრნენ და ახლა, მინდა მოგიყვეთ რაც მოხდა, რომ თქვენ მაინც აღარ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა:

  1. სამსახურის პარკინგიდან მანქანაში მიბრუნებულმა, ვერაფერი ვერ შევინიშნე, რადგან „შემთხვევა“ ჩემგან მეორე მხარეს იყო მომხდარი;
  2. როცა ცოლს გავუარე ვარჯიშზე და დავბრუნდი, შეჰკივლა. გადმოვხტი მანქანიდან და აღმოვაჩინე, რომ მეორე კართან ძალიან უნამუსოდ და ღრმად იყო გასმული;
  3. შაბათ-კვირა იყო, მეთქი მოიცდის და სამი დღის დაგვიანებით ამოვაღებინე დაცვას ვიდეო-მასალა;
  4. მასალებში ჩაჯდომამაც დიდი დრო წაიღო საკმაოდ, ბოლოს რამდენიმეზე გაგვიჩნდა ეჭვი;
  5. შემდეგი ნაბიჯი იყო პატრულში დარეკვა;
  6. შემდეგ, პატრული ნახავდა ვიდეო ჩანაწერებს და მე უნდა „დამეფუშინგებინა“, რომ პროცესი დროულად დასრულებულიყო;
  7. დამნაშავის აღმოჩენის შემთხვევაში, მას დააჯარიმებდა პატრული და მეც მომცემდა ნომერს;
  8. აი შემდეგ კიდევ, ან ვუჩივლებდი, ან „კაი ბიჭური“ გზებით ვაიძულებდი დაეფარა. გამიჭირდებოდა მასში ნამუსის გაღვიძება, შეგახსენებთ, რომ ეს ის მძღოლია, პარკინგზე რომ „გამისვა“ და მიიმალა;
  9. მთელი ეს საშინელი პროცესი როცა წარმოივიდგინე, ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე ეს სამას ლარიანი ზარალი ჩემით დამეფარა;
  10. მანქანის გაყიდვის პროცესიც შემიფერხდა და თავიც დავისაჯე, მსგავსი სისულელისთვის, რომლის გამოც ოთხჯერ მეტი დამიჯდა, ვიდრე დაზღვევაში გადავიხდიდი.

ახლა მეორე სცენარი წარმოივიდგინოთ:

ვპოულობ გასმულს, ვრეკავ საპატრულოში, ან სადაზღვევოში, ან ორივეში.

მორჩა.

ველოდები ბედნიერად, არც დრო მეხარჯება, არც ფული, არც ნერვები მაწყდება და ყველა ბედნიერია.

ჰოდა, მინდა გახსოვდეთ ეს შემთხვევა და ნუ ჩაიდენთ მსგავს სისულელეს. ევროპა გიჟი კი არ არის, მანქანების დაზღვევა სავალდებულო რომ აქვთ.

აბა?

2018-08-17
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?