კვირის რჩევები
5 ლარად შეიძლება იყიდო 1 კოლოფი სიგარეტი და მერე 20-ჯერ მოგიწიოს ქუჩაში გასვლა მოსაწევად. ათასი მეგაბაიტი მობილური ინტერნეტის შეძენა და მერე რეალურ სამყაროზე დაკვირვების ნავლად, ფეისბუქის დაუსრულებლად სქროლვაც შეიძლება. 5 ლარად ვერ შეჭამ გემრიელ ჰამბურგერს და ვერც ხაჭაპურს, მაგრამ მოახერხებ, რომ იყიდო: 1 კილო პომიდორი, 1 კილო კიტრი, 1 კილო კარტოფილი, 1 პური, 1 ბოთლი კოკა -კოლა და თავად მოამზადო სადილი, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. 5 ლარად შეიძლება 10 -ჯერ იმგზავრო ავტობუსით ან 6 -ჯერ სამარშუტო ტაქსით. მეტროთიც იმგზავრებ 10 -ჯერ, თუ რა თქმა უნდა, მემანქანეები გაფიცულები არ არიან. 5 ლარად ვერ წახვალ თეატრში, ვერც კონცერტზე და ვერც კლუბში. უფრო მეტიც, თუ თბილისის 3 უბანზე მეტი გაქვს გასავლელი, ამ თანხით, ტაქსით, თეატრის შენობამდეც კი ვერ მიხვალ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, საქართველოში, 5 ლარი ძალიან მცირე თანხაა, ავტომობილის საწვავსაც კი ვერ იყიდი იმდენს, რომ მნიშვნელოვანი მანძილის დაფარვას ეყოს, თუმცა 5 ლარად იგივე ავტომობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთის გაკეთება შეგიძლია. ნუ გაგიკვირდებათ და ნუ გეგონებათ, რომ „დაშლილებში“ ვიზიტს და იქ ავტომობილის ახალი სარკეების შეძენას გთავაზობთ, კარგად ვიცი, ამ ფულით „დაშლილებშიც“ კი ვერ „იშოპინგებ“, თუმცა 5 ლარად შეგიძლია შეიძინო სერვისი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ „დაშლილებში“ სიარულს თავიდან აგარიდებს. ალბათ მიხვდი, დაზღვევაზე ვსაუბრობ და გიკვირს ფასი, გგონია რაღაც მეშლება, არადა ეს აბსოლუტური რეალობაა, დაზღვევა უკვე აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. სწორედ 5 ლარი ღირს მძღოლების ერთ -ერთი ყველაზე უფრო დიდი კოშმარის, სხვისი ქონების დაზიანების შედეგად დაკისრებული ვალდებულებებისთვის, თავის არიდება. ამისთვის კი საკმარისია, შეიძინოთ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. აღნიშნული პოლისის მფლობელების მიერ დაზიანებული სხვისი ავტომობილის, სხვისი ქონებისა და სხვისი ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს სადაზღვევო კომპანია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის 5 ლარიან პოლისს ფლობთ, სადაზღვევო კომპანია თქვენს ნაცვლად აანაზღაურებს, თქვენს მიერ მიყენებულ 5 ათას ლარიან ზარალს. თუ საკუთარი თავის დაზღვევა უფრო დიდი ზარალის ხარჯების ანაზღაურებისგანაც გსურთ, თქვენ მოგიწევთ ოდნავ უფრო ძვირადღირებული პაკეტის შეძენა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოდნავ ძვირი მართლაც ოდნავ ძვირს ნიშნავს, რადგან ქართულ ბაზარზე, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის ყველაზე მაღალ ფასიანი პაკეტი სულ რაღაც 12 ლარი ღირს. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ზარალის ანაზღაურება ხდება მაშინაც კი თუ ავტომობილს მართავდა არა მფლობელი, არამედ ვინმე სხვა. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რაც სადაზღვევო კომპანიის ოფისში ვიზიტს აგარიდებთ თავიდან. და ბოლოს, გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობასა და თქვენს კუთვნილებაში არსებული ყოველი 5 ლარის გონივრულად ხარჯვას.
ისტორიები
რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?   რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ აალებული, ვშფოთავდი ორ თემაზე: როგორ გაბედა და ერთ-ერთმა რესტორანმა, ოკუპაციის დამგმობი პოსტერები აგვიკრძალა, აქაოდა, რუსი სტუმრები არ გავანაწყენოთო როგორ ჩაგვცა გულში ლახვარი ერთ-ერთმა, ჩემთვის საყვარელმა და თავისუფლებასთან ასოცირებულმა კლუბმა და მოსკოვის მერიის მიერ დაფინანსებულ ივენთზე გადაწყვიტა დაეკრა... პატრიოტად ჩემი თავი არასდროს ჩამითვლია, თუმცა ომის და ტერიტორიების დაკარგვის თემები - ყოველთვის მტკიოდა, მით უმეტეს, როცა თავად ვიყავი აგვისტოს ომის მონაწილე, რეზერვისტის ამპლუაში და სიკვდილმაც ცხვირწინ ჩამირბინა. თან, როცა ეს ყველაფერი, ომიდან ზუსტად ათი წლის თავზე ხდება! ახლა ცოტათი კარგზეც ვისაუბროთ... რამდენიმე დღეში, ჩემი საოცნებო მოგზაურობის ჟამი დადგება, ჩემთვის ყოველთვის მიუწვდომელ და აწ უკვე ახდენილ სეიშელებზე. დაზღევა რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს. საზღვარზე არ ითხოვენ, მაგრამ საკმარისად პრაგმატულად ვაზროვნებ, რომ 10 ლარის დაზოგვის გამო თავი საფრთხეში არ ჩავიგდო და სამოგზაურო დაზღვევით აღჭურვილი გავფრინდე. შევედი ჯიპიაის საიტზე. მიყვარს, როცა ონლაინ ვაკეთებ ყველაფერს, თან ხუთ წუთში და სხვა ჩემნაირებიც მიყვარს, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია :) ვავსებ და უცებ მთხოვს „პწიჩკას“: ვადასტურებ, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ვადასტურებ რა თქმა უნდა. იქვე ვხედავ, რომ უნდა დაველოდო საჩუქარს, რომელსაც ჯიპიაისგან ორ დღეში მივიღებ... გამოიცანით რას ვიღებ? დიახ, იმ პასპორტის ჩასადებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ვნახე, ძალიან მომეწონა, ვარკვიე სად მეყიდა, ვეღარ გავარკვიე და მერე მივივიწყე. ახლა კი ჯიპიაი ჰოლდინგი მაჩუქებს ამ ჩასადებს და ყველა ქვეყანაში შესვლისას, სადაც მესაზღვრეს პასპორტს მივაწვდი, გავაგებინებ, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია. (ჩასადებს აწერია წითლად და თვალშისაცემად, ეგ ამბავი) რომ რუსეთი ოკუპანტია! და არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის დასალიერში მდებარე სეიშელებით ვიწყებ. და თან: დაზღვევაც მაქვს ხუთ წუთში თეთრებიც დამიჯდა ლამის არც ბარგის მეშინია, არც იქ უცებ ავად გახდომის და საზღვარსაც უფრო მშვიდად გადავკვეთ და რაც მთავარია, ამაყად! მადლობა!
ისტორიები
მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურებები   დიახ... სამი თვის წინ გადავწყვიტე, რომ ჯიპიაის დაზღვევა, რომელმაც ძალიან მასიამოვნა რამდენჯერმე, ასე უმადურად მომესროლა სანაგვეზე. მიზეზიც გაინტერესებთ ალბათ: მანქანის გაყიდვა გადავწყვიტე და როცა ახალს ვიყიდი, იმას დავაზღვევმეთქი. დაზღვევის ღმერთები ამისთვის გამიწყრნენ და ახლა, მინდა მოგიყვეთ რაც მოხდა, რომ თქვენ მაინც აღარ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა: სამსახურის პარკინგიდან მანქანაში მიბრუნებულმა, ვერაფერი ვერ შევინიშნე, რადგან „შემთხვევა“ ჩემგან მეორე მხარეს იყო მომხდარი; როცა ცოლს გავუარე ვარჯიშზე და დავბრუნდი, შეჰკივლა. გადმოვხტი მანქანიდან და აღმოვაჩინე, რომ მეორე კართან ძალიან უნამუსოდ და ღრმად იყო გასმული; შაბათ-კვირა იყო, მეთქი მოიცდის და სამი დღის დაგვიანებით ამოვაღებინე დაცვას ვიდეო-მასალა; მასალებში ჩაჯდომამაც დიდი დრო წაიღო საკმაოდ, ბოლოს რამდენიმეზე გაგვიჩნდა ეჭვი; შემდეგი ნაბიჯი იყო პატრულში დარეკვა; შემდეგ, პატრული ნახავდა ვიდეო ჩანაწერებს და მე უნდა „დამეფუშინგებინა“, რომ პროცესი დროულად დასრულებულიყო; დამნაშავის აღმოჩენის შემთხვევაში, მას დააჯარიმებდა პატრული და მეც მომცემდა ნომერს; აი შემდეგ კიდევ, ან ვუჩივლებდი, ან „კაი ბიჭური“ გზებით ვაიძულებდი დაეფარა. გამიჭირდებოდა მასში ნამუსის გაღვიძება, შეგახსენებთ, რომ ეს ის მძღოლია, პარკინგზე რომ „გამისვა“ და მიიმალა; მთელი ეს საშინელი პროცესი როცა წარმოივიდგინე, ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე ეს სამას ლარიანი ზარალი ჩემით დამეფარა; მანქანის გაყიდვის პროცესიც შემიფერხდა და თავიც დავისაჯე, მსგავსი სისულელისთვის, რომლის გამოც ოთხჯერ მეტი დამიჯდა, ვიდრე დაზღვევაში გადავიხდიდი. ახლა მეორე სცენარი წარმოივიდგინოთ: ვპოულობ გასმულს, ვრეკავ საპატრულოში, ან სადაზღვევოში, ან ორივეში. მორჩა. ველოდები ბედნიერად, არც დრო მეხარჯება, არც ფული, არც ნერვები მაწყდება და ყველა ბედნიერია. ჰოდა, მინდა გახსოვდეთ ეს შემთხვევა და ნუ ჩაიდენთ მსგავს სისულელეს. ევროპა გიჟი კი არ არის, მანქანების დაზღვევა სავალდებულო რომ აქვთ. აბა?
კვირის რჩევები
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად!   1 კვირაა, მეზობლის კონდიციონერიდან წყალი ისხმება აივანზე. რამდენჯერაც ავვარდი, სახლში არ დამხვდა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი და ამ წვეთ-წვეთად დაგროვებულ გაბრაზებას, ერთიანად დავატეხ თავზე, სადაც დავიჭერ. ორმაგად მედება ალები, როცა წარმოვიდგენ, რომ ეს დაუდევარი ზედა მეზობელი ერთხელაც აბაზანაში წყალს დატოვებს ღიად და ჩამომივა. მერე თვალწინ გადამეშლება ჩემი ტკბილ-მწარე პროცესი რემონტის, მუშებთან ჩხუბი, ვაჭრობა ფასებზე, ელიავაზე გათენებები და საბოლოოდ, თვალსა და ხელს შუა გამოძერწილი სახლი, თეთრი კარკასიდან ამ მყუდრო გარემომდე. და უცებ, ვიღაც მეზობლის გამო, წყალში უნდა ჩამეყაროს? მერე რას ვაკეთებ? ავდივარ და ვყვირი. ვითხოვ, რომ გამირემონტოს, სასწრაფოდ! ვაი და ფული არ ჰქონდეს? ველოდო? დისკომფორტი შევიქმნა? რისთვის, ან ვისთვის? ჩემი საკრედიტო ექსპერტობის პერიოდი მახსენდება, როცა ყველა იპოთეკარს, სესხისთვის დაგირავებულ ბინას ვუზღვევდი, ერთ პროცენტზე ნაკლებად. ჰოდა, თუ ასე იაფია - რა პრობლემაა? გუგლი ჩემი მხსნელია, როგორც ყოველთვის. ტოპ ოფ მაინდში, გინდა არ გინდა -ჯიპიაი მაქვს, ალბათ დღემდე ტკბილად მახსოვს, რა სწრაფად მინაზღაურდებოდა მანქანაზე მიღებული ზარალი და ისიც, საყვარელი მენეჯერი, სამსახურში რომ მაკითხავდა სამოგზაურო დაზღვევის გასაკეთებლად. და პრობლემაც გადაჭრილია, პოლისი კომფორტი: მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა დაზღვეულია, ვერაფერი ჩამიშლის რემონტს მოგებაშიც შეიძლება დარჩე, თუ მოძველდება რემონტი - ნეტა ჩამოგიშვას ვინმემ წყალი, განაახლებინებ და მოგებულიც დარჩები გათბობის სისტემის დაზიანებასაც ეშველება და არც იმის რისკი გაქვს, რომ შუა ზამთარში გაიყინო მეზობელი არაფერ შუაშიც ხომ არ იყოს და სეტყვამ, წვიმამ თუ ქარმა დაგაზიანოს - ბუნებასაც ებრძვი დაზღვევის დახმარებით კრიმინალი გაიზარდაო და ჰა, ქურდობისგანაც გაზღვევს ხანძარიც და მსგავსი ამბებიც მესამე პირის ბოროტი ქმედებაც. მეეჭვება, ვინმემ მეცამეტე სართულზე ქვა მესროლოს, მაგრამ მტრების მეტი რა მყავს? :) ტექნიკასაც ეხება, რა იცი რა მიზეზით გამოდის მწყობრიდან და ათი ლარიდან თვეშიო, ათი ჰო, ათი, ათი :) ნუ მეათე მიზეზიც მოიძებნებოდა, მაგრამ დამრგვალებული რიცხვები თუ ციფრები ყოველთვის მეგოიმებოდა, ჰოდა იყოს ორიგინალურად ეს ცხრა და სხვა    
კვირის რჩევები
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება   ამასწინათ, ერთი გოგონას წერილი წავიკითხე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა... პარალელურად, ხშირად შემხვედრია პოსტები იმ ხალხზე, რომლებსაც ამ კუთხით დახმარება სჭირდებათ, აგროვებენ თანხებს და ა.შ. ხშირად მიფიქრია, რომ არაფრის მეშინია, ხალხი ჰეპატიტითაც ცხოვრიბს, აივ ინფექციითაც, აი სიმსივნეს ვერ მოვუძებნე გამოსავალი. თუმცა როგორ არ... მეორე დღესვე გაყიდი ქონების ნაწილს და დაიწყებ ბრძოლას. სხვა ქონებასაც მიაყოლებ და თუ არაფერი შველის - ცხოვრების დარჩენილი წლებით დატკბები, გაცილებით უფრო ხარისხიანად და ოპერატიულად. მაგრამ რა გინდა გააკეთო, როცა არც ქონებები გაქვს შესაბამისი და არც არავის დახმარების იმედი. ან თუნდაც გქონდეს, მთელი ცხოვრების ნაგროვები და ნალოლიავები - ამ ბოროტ დაავადებას რატომ უნდა შესწირო?! ჰოდა, ამასწინათ დავგუგლე და ჯიპიაის საიტზე ონკო ქეარი ვიპოვე, რაც სწორედ ამ დაავადებისგან გიცავს, ანუ დაავადების აღმოჩენის შემთვევაში გაძლევს ფულს, რომელსაც როგორც გინდა ისე გამოიყენებ და ორმაგად მოგებული რჩები: თუ ტყუილად „ყრი“ თანხას, ნიშნავს, რომ არასდროს დაგემართება და ალალი იყოს ეს თანხა :) თუ რამე მოხდება - ას ორმოცდაათი ათასს გაძლევენ, რომელსაც რაშიც გინდა იმაში გამოიყენებ. მხოლოდ მკურნალობას არ ეხება ეს ყველაფერი, ნებისმიერი სხვა მიზანიც შეგიძლია ჩააქსოვო და ბოლოს, თვეში 4 ლარიდან იწყება, რაც ნამდვილად ღირს სიმშვიდის სანაცვლოდ უნიკალური ხარ, ადამიანების იმ იშვიათ ნაწილს მიეკუთვნები, ვინც ასეთი კეთილგონიერება გამოიჩინა და ყველა რისკი დააზღვია ამ პაკეტით ქველმოქმედებასაც ჩაიდენ, პირველი რაღაც რაოდენობიდან შემოსული თანხები, სრულად გადაეცემა ორგანიზაცია „ჰერას“, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში... ამასწინათ, ჩემს მდგმურს ვებაასებოდი, რომელიც ნიდერლანდებიდან არის და ჩემდა გასაოცრად, ბევრი სასარგებლო რამ გავიგე, ბაქტერიოფაგების შესახებ. რომ იქ მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ და აქ ჩამოვიდა, გარკვეული პროცესების ჩასატარებლად. ისიც მომიყვა, რომ მის ქვეყანაში ყოველ მეათე ქალს ძუძუს კიბო აქვს და მათი დიდი ნაწილი დაზღვეულია. და რომ ჯანმრთელობაც ყველას დაზღვეული აქვს და არც იცის, საავაფმყოფოში ამა თუ იმ ანალიზებზე რა ფასებია. ჰოდა, ნუ გადავდებთ სიმშვიდის უზრუნველყოფას ხვალისთვის. ნაკლები სტრესი, ნაკლები დაავადების გარანტორია, ჰოდა ჩვენს „დაკარგულ“ 4-4 ლარებს ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ჯანმრთელობას გისურვებთ!    
კვირის რჩევები
წაიკითხავდით,  ბოლო წლების სტატისტიკას, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის. ნუ, თუ არ წაიკითხავდით, შენიშნავდით მაინც... ჰოდა რას მოვაყოლე... ხშირად, ქვეყნებში შიდა ტურების დაგეგმვა, ჩამოსვლის შემდეგ ჯობს, რაკი ონლაინ ადგილობრივ კომპანიებზე რთულია დეტალური ინფორმაციის მოძიება, მათი სანდოობის გამორკვევა და ა.შ. ჩახვალ, შეირბენ რომელიმე ტურისტულ ქუჩაზე და ეგ არის. ძირითად შემთხვევებში, ბედს ხარ მინდობილი. სულ ხუთი დღით ჩახვედი, ტური იყიდე, ხვალ მთელი დღე უნდა გაატარო ამ ამბებში და ჰოპ - კომპანია ტურს აუქმებს, შენ კიდევ ხუთი დღიდან როცა ერთი ან უფრო ცუდ შემთხვევაში მეტი დღე გიუქმდება, არც ისე სახარბიელო დღეში ხარ. პრობლემები ხშირია: შეიძლება შენი ფრენა გადაიდოს. ერთი შეხედვით გადაიდო და ჰა, თუმცა თუ ჩავუღმავდებით, აი მანდ ხდება უბედურება. სექტემბერში მაქვს ფრენა ქუთაისიდან ბარსელონაში, საიდანაც 9 საათში მაროკოში უნდა გადავფრინდე. საკმარისია ეს ფრენა გაუქმდეს და მეორე დღეს მომიწიოს, მე მაროკოს ფრენის ბილეთების მიუქმდება, რაკი ვაგვიანებ, სასტუმროებიც მრჩება ჰაერში, ახლიდან მიწევს ბარსელონაში ხარჯების გაღება და თან იმ ბარსელონაში, სადაც უკვე მეხუთედ მივდივარ. ვფიქრობ, ნეტა დამეზღვია. შეიძლება ბოლო წამს, სასტუმრომ მოგწეროს, რომ რაღაც ფორსმაჟორის გამო ვეღარ ახერხებს შენს მიღებას. ორი დღეღა დაგრჩა, ათასი საქმე, ყველაფერი, რაც კარგია დაჯავშნილია, ფულს კი მიბრუნებს, მაგრამ ახლა რაღა ვიშოვო, ან სად?! კიდევ ერთი შარია, კიდევ ვფიქრობ, ნეტა ეგეც დამეზღვია! ადგილობრივი ტური აიღე, გადაგაგდეს, აი როგორც ტაქსი გთხოვს აეროპორტში 17 ლარიან გზაზე 60 და 80 ლარს, მიდი და სდიე აბა, უცხო ქვეყანაში, ან თუნდაც იპოვო, დაკარგულ ბედნიერ წუთებს, ნანატრი შვებულებისას ვინ აგინაზღაურებს? არც არავინ, გარდა სადაზღვევო კომპანიისა :) ჩემი, ეარბიენბიზე გაქირავებული ბინებიდან და ასევე, იმ სტუმრებისგან, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად ვიკვეთებით, გასართობ ადგილებში - მცირე სტატისტიკური მოკვლევა გავაკეთე: ევროპიდან, ამერიკიდან და მსგავსი ქვეყნებიდან ჩამოსულთა აბსოლოტური უმრავლესობა დაზღვეულია ყველა აზღვევს ფრენას, ტურს, ა.შ. სამოგზაურო დაზღვევის გარეშე მოგზაურობა ვერც კი წარმოუდგენიათ ბარგიც დაზღვეული აქვთ, რამდენიმე მათგანს პრაქტიკაც ჰქონია, რომ ბარგი დაკარგულა, ან დაგვიანებულა და მთელი დასვენების პერიოდი, რაც ეცვათ იმას პლუს უცებ ნაყიდი ტანსაცმლით გაუტარებიათ ისინიც კი, ვინც უცხო ხალხთან რჩებიან, კარვებში ათენებენ და სათავგადასავლო ცხოვრების წესს აწვებიან, აუცილებლად ყიდულობენ დაზღვევას, მინიმალურ პაკეტს მაინც. მეც სულ მიკვირდა, რატომ იყვნენ ასე მშვიდად ყველაფერზე და მე რატომ ვღელავდი ამდენ რამეზე. გამოსავალი ნაპოვნია. აქა მშვიდობა!
კვირის რჩევები
მე 7 წლის მძღოლი ვარ, თითქმის არ მქონია შემთხვევა, რამე პრობლემა შემქმნოდა და ლოგიკურად, თქვენი აზრით, ალბათ არც მჭირდება დაზღევა და ეს წყალში გადაყრილი ფულია. თქვენ ცდებით. თან ძალიან... პუნქტებად რომ ჩამოვწეროთ, მიზეზები, რა საჭიროა დაზღვევა - მგონი სასარგებლო იქნება... თითსაც გავაყოლებთ და გადაწყვეტილებასაც შედარებით ოპტიმალურს მივიღებთ. მაშ ასე: 1. შეიძლება შენ კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ შენზე უკეთესებსაც შეიძლება დაემართოს რაღაც ისეთი... თავადაც რომ დაზიანდეს, სხვაც რომ დააზიანოს, ა.შ. დაზღვევისაც უფრო მშვიდია ცხოვრება 2. შეიძლება შენ კარგი მძღოლი ხარ, გავმეორდეთ, მაგრამ ქალაქში ძალიან ბევრი ცუდი მძღოლიც დადის, რომლებმაც მოულოდნელად შეიძლება რამე დაგვმართონ 3. როცა ვინმე დაგარტყამს და უნდა გააკეთებინო, თავიდან ბოლომდე მის სინდის-ნამუსზე ხარ დამოკიდებული, ან უნდა „ეკაჩაო“, ან ატეხო ამბები... ამ შემთხვევაში, შენს ნაცვლად სადაზღვევო, ვთქვათ ჯიპიაი „ეკაჩავება“ და შენც მშვიდად ელი თანხას 4. ხანდახან ყველა მძღოლი საყვარელია, მაგრამ დედა ბუნებაა ბოროტი, მაგალითად სეტყვით გვაზიანებს, ან რამე სხვა უბედურებით 5. ვანდალიზმიც ცუდი ამბავია, პარკინგზეც შეიძლება ვინმე გეხახუნოს, მოდი და ეძებე 6. მილიონი სხვა ამბავიც შეიძლება იყოს. ერთხელ, წოდორეთში სარკეები მომეყინა, მეჩქარებოდა და არ დაველოდე გალღობას, ჰოდა ასე აღმოვჩნდი ნახევრად ხევში. ბევრი ვლოცე ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ დაორგანიზებული ევაკუატორი, ბედნიერად რომ წამოიყვანა ჩემი დაჩაგრული და დაზარალებული მანქანა, რომელიც ადამიანივით მიყვარს. 7. მანქანა ძვირი სიამოვნებაა, მისი ელემენტარული დაზიანებაც კი მნიშვნელოვან ხარჯებთან შეიძლება იყოს კავშირში. დაზღვევა გვაზღვევს. 8. არგუმენტის გამყარების მიზნით შეგვიძლია ევროპასთანაც გავავლოთ პარალელი. ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში, დაუზღვეველი მანქანით გადაადგილება საერთოდ აკრძალულია, თქვენი აზრით რატომ? დიახ, იმიტომ. და ბოლოს, ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ, უფრო ნათლად რომ შეგიქმნათ წარმოდგენა ამ ყველაფერზე... ორი წელი ვიხდიდი ჩემი ახალი მანქანის დაზღვევის თანხას ჯიპიაიში. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არაფერი მომხდარა, გარდა იმ წოდორეთის ინციდენტისა, ჰოდა ჩავთვალე, რომ მორჩა, გავიზარდე და დაზღვევა არაფერში მჭირდება. შედეგი მარტივი იყო: პოლისის ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ განვაახლე. დაუზღვევლობიდან ზუსტად ორი კვირის თავზე, მანქანა „ზადნით“ გამომყავდა პარკინგიდან წერეთელზე, როცა საყვარელ ორსულ გოგონას შევაჯექი. კი შემოვირტყი თავში, მაგრამ გვიანი იყო. ორ თვეში, ვაკე-საბურთალოს ე.წ. ახალ გზაზე, მოხუცი კაცი გამეხახუნა და სამახსოვროდ მსუქანი ზოლიც დამიტოვა. როცა გადმოვუხტი, სამი შვილი მყავს გარდაცვლილი და რა ნამუსით უნდა დარეკო პატრულშიო. იმ მომენტის გადმოსახედიდან ჩემმა - ჰუმანურობამ, ამ გადმოსახედიდან სიბრიყვემ გაიმარჯვა და ეს ხარჯიც მე შემეტენა. მას შემდეგ, დაზღვეული ვარ, აწ და მარადის.
ახალი პოსტები
რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?
მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურება
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება